ჭდე: ანსამბლი რუსთავი

ანზორ ერქომაიშვილი “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის

ანზორ ერქომაიშვილი "რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის

ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის. 50 წლის განმავლობაში ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მისი დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი იყო. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის „რუსთავის“ 50-წლიან წარმატებაში. ანსამბლის გადაწყვეტილებით “რუსთავის” ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს გიორგი ნატროშვილი დაიკავებს. ანზორ ერქომაიშვილი კი ანსამბლის მუსიკალურ ხელმძღვანელად რჩება.

8 წლის იაპონელი მაყურებლის წერილი ანსამბლ “რუსთავს”

ფოთში ანსამბლ "რუსთავის" საიუბილეო კონცერტი ჩაიშალა

ანსამბლი “რუსთავი” იაპონიაში 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკონცერტო ტურნეს მართავს. კონცერტები სრული ანშლაგებით მიმდინარეობს და მას ყველა ასაკის მაყურებელი ესწრება. ქართული ცეკვა და სიმღერა გულგრილს არ ტოვებს მაყურებელს, თუმცა 8 წლის ჰირომასა ტაკაგისთვის ქართული ცეკვა და სიმღერა იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მან ანსამბლ „რუსთავს“ წერილი მისწერა: „დიდი მადლობა იმისთვის, რომ შესანიშნავი სიმღერები და ცეკვები გვაჩვენეთ. […]

ფოთში ანსამბლ “რუსთავის” საიუბილეო კონცერტი ჩაიშალა

ფოთში ანსამბლ "რუსთავის" საიუბილეო კონცერტი ჩაიშალა

ანსამბლი “რუსთავი” დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლი საქართველოში კონცერტებს ატარებს. 18 სექტემბერს იუბილარებს ქალაქ ფოთში უნდა ჩაეტარებინათ კონცერტი, მაგრამ საკონცერტო დარბაზის არ არსებობის და ფოთის თეატრის უმძიმესი მდგომარეობის გამო, კონცერტი არ შედგება. ჯანო იზორია, მსახიობი: “რა სამწუხაროა, ანსამბლ “რუსთავის” ტურნეები იწყება საქართველოს მაშტაბით და ფოთში 18 სექტემბერს უნდა ემღერა და ეცეკვა […]

დავით გველესიანი საქართველოდან მიდის

დავით გველესიანი უტკბილესი ხმით

ბოლო პერიოდში საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებას სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს. მათ შორისაა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “რუსთავის” წევრი დავით გველესიანი. – გული მაქვს ნატკენი ძალიან, – აცხადებს მომღერალი და ქვეყნიდან წასვლის შესახებ უფრო დეტალურად საუბრობს: “სამწუხაროა! ისევ საქართველოდან წასვლა მომიწევს…. აბა, რომელი ქვეყნის ემიგრანტებს შეგიერთდეთ მომწერეთ. მხოლოდ იქ წავალ, სადაც დავჭირდები. შრომა არ მეზარება, […]

ქართველი მოცეკვავეების ფურორი კიევში

ქართული ცეკვა დღემდე აღაფრთოვანებს მსოფლიოს და გამონაკლისი არც უკრაინაა. კიევში შოუს “ცეკვავს ყველა” მეცხრე სეზონისთვის შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებთან ერთად, საქართველო წელს ამ პროექტში ანსამბლ “რუსთავის” ორმა მოცეკვავემ ირაკლი ნადირაშვილმა და გიორგი გულისაშვილმა წარადგინეს. ცეცხლოვანმა ქართულმა ცეკვამ აღაფრთოვანა არა მარტო შოუს ჟიურის წევრები, არამედ წამყვანებიც და დარბაზში მყოფი აუდიტორიაც. მოცეკვავეებმა ჟიურის ოთხივე წევრისგან […]

ანსამბლი “რუსთავი” მსოფლიოს ფოკუსში

ფოთში ანსამბლ "რუსთავის" საიუბილეო კონცერტი ჩაიშალა

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” მსოფლიოს ფოკუსში მოექცა. ფრიდონ სულაბერიძისა და ანზორ ერქომაიშვილის ანსამბლს ფილმში იღებენ, რომლის პრემიერაც გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და კორეაში გაიმართება. მის ნახვას მილიონობით მაყურებელი შეძლებს. “საქართველოს ოდისეა” – ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც აქცენტი ქართულ კულტურაზე და საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე კეთდება. ფილმზე სამხრეთკორეული არხის 8კაციანი გადამღები ჯგუფი […]

,,რუსთავის’’ ტრიუმფი ჩინეთში

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ანსამბლის მომღერლები სამხატვრო ხელმძღვანელთან ანზორ ერქომაიშვილთან ერთად ჩინეთში გასტროლებით იმყოფებიან. პირველი საპასუხისმგებლო კონცერტი ქალაქ შენჯენში შედგა. წარმატებას მიჩვეული ანსამბლის წევრებს გულწრფელი ოვაციებით აჯილდოვებდა დამსწრე საზოგადოება. “ბისზე” რამდენჯერმე შესრულდა “სულიკო”. დიდი მოწონება დაიმსახურა “რუსთავის” მიერ შესრულებულმა პოპულარულმა ჩინურმა სიმღერებმა, რომელიც სიურპრიზის სახით საგანგებოდ […]