12 სექტემბერი, 2018

ფოთში ანსამბლ “რუსთავის” საიუბილეო კონცერტი ჩაიშალა

ფოთში ანსამბლ "რუსთავის" საიუბილეო კონცერტი ჩაიშალაანსამბლი “რუსთავი” დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლი საქართველოში კონცერტებს ატარებს.

18 სექტემბერს იუბილარებს ქალაქ ფოთში უნდა ჩაეტარებინათ კონცერტი, მაგრამ საკონცერტო დარბაზის არ არსებობის და ფოთის თეატრის უმძიმესი მდგომარეობის გამო, კონცერტი არ შედგება.

ჯანო იზორია, მსახიობი:

“რა სამწუხაროა, ანსამბლ “რუსთავის” ტურნეები იწყება საქართველოს მაშტაბით და ფოთში 18 სექტემბერს უნდა ემღერა და ეცეკვა ლეგენდარულ ანსანბლს. ახლა გეკითხებით, ხალხნო, ეს თეატრი ზოგიერთ ჭკუამოკლეს რომ ჰგონია მხოლოდ ფოთის თეატრის დასის. ეს ქალაქის….ხალხნო, თქვენი არააა??? ხოდა გვერდით ქალაქებში ისმოდეს იქნება ქართული გენის როკვა და ჩვენთან რა ვიცი, რა ხმა ისმის ქალაქში, ისიც არ ვიცი ისმის როო.

პ.ს. გოგა ალექსანდრია მღერის ლეგენდარულ “რუსთავში” და რა კარგია ბიჭი მის ქალაქში ხალხთან რო ვერ წარსდგება ხომ? ახლა აქ არ გამომიხტეთ ვითომ ფოთ ლოვეები, თორე აქ კი არ მოგწერთ, იქ გნახავთ!

გიორგი ალექსანდრია, ანსამბლ “რუსთავის” წევრი:

“ნამდვილად, სამწუხაროა ეს ყველაფერი, ძალიან მწყდება გული რომ ვერ ვიმღერებ ჩემს მშობლიურ ქალაქში. უბრალოდ ეს სირცხვილია, უდიდესი მუსიკალური თუ თეატრალური ტრადიციების მქონე ქალაქში თეატრი ასეთ დღეში იყოს!! სამარცხვინოა ეს ყველაფერი!”