14 ნოემბერი, 2018

8 წლის იაპონელი მაყურებლის წერილი ანსამბლ “რუსთავს”

ფოთში ანსამბლ "რუსთავის" საიუბილეო კონცერტი ჩაიშალაანსამბლი “რუსთავი” იაპონიაში 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკონცერტო ტურნეს მართავს. კონცერტები სრული ანშლაგებით მიმდინარეობს და მას ყველა ასაკის მაყურებელი ესწრება.

ქართული ცეკვა და სიმღერა გულგრილს არ ტოვებს მაყურებელს, თუმცა 8 წლის ჰირომასა ტაკაგისთვის ქართული ცეკვა და სიმღერა იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მან ანსამბლ „რუსთავს“ წერილი მისწერა:

„დიდი მადლობა იმისთვის, რომ შესანიშნავი სიმღერები და ცეკვები გვაჩვენეთ. მე აღფრთოვანებული ვარ! კიდევ ერთხელ მობრძანდით ნაგასაკიში. ღვინისა და წეროს ორიგამს გაჩუქებთ.

ჰირომასა ტაკაგი (8 წლის).“

8 წლის იაპონელი მაყურებლის წერილი ანსამბლ "რუსთავს"