20 აპრილი, 2017

დავით გველესიანი საქართველოდან მიდის

ბოლო პერიოდში საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებას სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს. მათ შორისაა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “რუსთავის” წევრი დავით გველესიანი.

– გული მაქვს ნატკენი ძალიან, – აცხადებს მომღერალი და ქვეყნიდან წასვლის შესახებ უფრო დეტალურად საუბრობს:

“სამწუხაროა! ისევ საქართველოდან წასვლა მომიწევს…. აბა, რომელი ქვეყნის ემიგრანტებს შეგიერთდეთ მომწერეთ. მხოლოდ იქ წავალ, სადაც დავჭირდები. შრომა არ მეზარება, მაგრამ მხოლოდ როგორც ხელოვანი.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ დავწერ მიზეზს… გული მაქვს ნატკენი ძალიან.”