კატეგორია: საზოგადოება

თბილისში სერგი რადონეჟელის 700 წლის იუბილე აღინიშნება

2-6 დეკემბერს თბილისში სერგი რადონეჟელის 700-წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. ფორუმი გაიხსნება სერგი რადონეჟლზე ფილმის ჩვენებით გრიბოედოვის თეარტის მცირე დარბაზში. ფორუმის მონაწილეები რუსეთიდან, უნგრეთიდან და საქართველოდან გამართავენ საჯარო დისკუსიას თემაზე „მართლმადიდებლობა თანამედროვეობაა?“ ასევე ღონისძიების ფარგლებში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდება. ფორუმის პროგრამაშია დაუჯდომელი აკაფისტით წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და აუდიენცია უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან, სრულიად საქართველოს […]

რეზო თავართქილაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა

მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობს რეზო თავართქილაძეს 30 ნოემბერს 85 წელი შეუსრულდებოდა. მსახიობი შარშან სექტემბერში 84 წლის ასაკში გარდაიცვლა. ის სიცოცხლის ბოლომდე თეატრის სცენაზე იდგა და ახალ როლებს თამაშობდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მსახიობს მშობლიური თეატრის წინ მისივე სახელობის ვარსკვლავი გაუხსნეს. მსახიობმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამასხიობო განყოფილება დაამთავრა ლილი იოსელიანისა და მიხეილ თუმანიშვილის […]

გიორგი ონიანი: “ვერ ხვდებით ხალხო, რომ რყვნით მომავალ თაობას?”

– ვერ ხვდებით ხალხო, რომ რყვნით მომავალ თაობას? თუ ამას შეგნებულად აკეთებთ, კიდევ უარესი. ასეთი იაფფასიანი და დაბალი დონის მე არაფერი მინახავს! – ასე ეხმაურება მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი გიორგი ონიანი სერიალს “ჩემი ცოლის დაქალები”: “შემთხვევით გადავრთე “ჩემი ცოლის დაქალებზე” (რა, სად, როდის მოლოდინში)… ასეთი ამაზრზენი არაფერი მინახავს. არც ცენზურა არსებობს, არც ეთიკა, არც […]

თბილისი საახალწლოდ ირთვება

დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით ფორმდება. მაგისტრალების, ქუჩების, სკვერების, მორთვა თბილისის ყველა უბანში ერთდროულად მიმდინარეობს. რუსთველის გამზირზე უკვე დასრულდა საქართველოს პარლამენტის შენობის გაფორმება, შენობის წინ დამონტაჟდა მანათობელი ანგელოზის ფიგურები და ყვავილები. დედაქალაქის მთავარი, 25 მეტრიანი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ დაიდგმება. ტრადიციული ნაძვის ხის კომპოზიცია აეწყობა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტზე. კომპოზიციის ავტორია მხატვარი მურაზ მურვანიძე. საახალწლო […]

მარინა თაბუკაშვილმა კატო მიქელაძის სახელობის პრემია მიიღო

ქალთა ფონდ „ტასოს“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მარინა თაბუკაშვილი კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მფლობელი გახდა. პრემიის გადაცემის ცერემონია შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. „ქალთა ფონდი საქართველოში“ კატო მიქელაძის სახელობის პრემიას ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში ყოველწლიურად გადასცემს. პრემიის გადაცემის მიზანი ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო […]

დღეს ზაზა ლებანიძის დაბადების დღეა

29 ნოემბერი რუსთაველის თეატრის მსახიობის ზაზა ლებინიძის დაბადების დღეა. მსახიობს 79 წელი შეუსრულდა. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, ზაზა ლებანიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა სოხუმის ქართული თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის, რუსთავის თეატრის დასში. 1975 წლიდან ის რუსთაველის თეატრის მსახიობია. საქართველოს დამსახურებული არტისტი ამჟამადაც დაკავებულია გოჩა კაპანაძის სპექტაკლში “მოხუცი ჯამბაზები”. ის ასევე მონაწილეობდა წარმოადგენაში “მზის დაბნელება საქართველოში”, […]

გოჩა კაპანაძე იუბილარია

მსახიობი და რეჟისორი გოჩა კაპანაძე იუბილარია. მას 54 წელი შეუსრულდა. ხელოვანი ამჟამად ცხივნალის თეატრში მუშაობს, თუმცა არც სხვა მიწვევებზე ამბობს უარს და როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც დგამს სპექტაკლებს. იუბილარმა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა გიზო ჟორდანიას ხელმძღვანელობით. მოგვიანებით კი პარიზის პიტერ ბრუკის საერთაშორისო თეატრალური ცენტრის სარეჟისორო ფაკულტეტზე ისწავლა. […]

კოტე თოლორდავა აქციაში ჩაერთო

მსახიობი კოტე თოლორდავა აქციაში ჩაერთო, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველოში ბოლო დროს გახშირებული ძალადობის ფაქტების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მასშტაბური სოციალური კამპანია სახელწოდებით: „არა ძალადობას!“ საქართველოს მასშტაბით წარმოებულ კამპანიას ეხმიანება და მასში საავტორო პროექტით მონაწილეობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი და მისი 26 მსახიობი. მათ შორის საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები […]

ოთარ მეღვინეთუხუცესს მარჯანიშვილის თეატრში გაიხსენებენ

29 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდას ოთარ მეღვინეთუხუსესს გაიხსენებენ. პროექტი ლევან წულაძემ განახორციელა. „მთავარია იცოცხლო, მთავარია ითამაშო….“ – ეს იყო მსახიობის მოწოდება, რომელმაც თავისი როლებით დაუვიწყარი კვალი დატოვა ქართულ თეატრსა და კინოში. “სცენაზე ყოველთვის უჩვეულო შინაგან ძალას ასხივებდა, მისი ყოველი მოძრაობა, ყოველი ჟესტი ადასტურებდა მის განსაკუთრებულობას. ყველა გმირს რომელსაც ანსახიერებდა […]

დღეს უშანგი ჩხეიძის დაბადების დღეა

უშანგი ჩხეიძე - მოვლენა ქართულ თეატრში

28 ნოემბერი ცნობილი ქართველი მსახიობის უშანგი ჩხეიძის დაბადების დღეა. მას 116 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, რომელიც განსაკუთრებულად შეიყვარა ქართველმა მაყურებელმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, პარალელურად მეცადინეობდა რეჟისორ გ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. თავდაპირველად მონაწილეობდა მუშათა თეატრების წარმოდგენებში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში. მან წარმატებით შეასრულა როლები სხვადასხვა სპექტაკლებში, […]