24 სექტემბერი, 2017

ასე თუ მოვიქცევით, გაქრობა არ აგვცდება

მწერალი გურამ ქართველიშვილი ისტორიული პროექტის “გააგრძელე საქართველოს ისტორია” ერთგულ მაყურებელს 9-თვიანი მუშაობის შედეგებს აცნობს და იმ სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია:

“9 თვე შესრულდა, რაც ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია”-ს შენარჩუნებას ვცდილობ და ამ დროის მანძილზე ისეთი ეპიზოდები ჩაიბეჭდა ჩემ მეხსიერებაში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს კარგს არაფერს უქადის.

საქმე იმაშია, რომ ძალიან სერიოზული და გავლენიანი ადამიანების თხოვნა-ჩარევის მიუხედავად ქვეყნის პირველ პირებთან იმაზე, რომ არ გაჩერებულიყო ეს სახელმწიფოებრივი ტელე-პროექტი, შედეგი სახეზეა.

წლობით ნალოლიავებ-ნაგროვები კოსტუმები, რეკვიზიტები და ღამენათევი სცენარები უქმად ყრია. ,,გააგრძელეს”, შემქმნელი ჯგუფი სხვა ტელეპროექტებშია მიმოფანტული, ხოლო მაყურებელი სახტად დარჩენილი შეკითხვით – რატომ მოექცა სახელმწიფო ასე ბარბაროსულად სახელმწიფოსვე საფუძველს – ისტორიას.

ვის ვის და მე ნაკლებად მესწავლება უკვე რა ძალა ბატონობს საქართველოში და ეს საარჩევნო ბანერებზე გამოჭიმული, თუ კულისებში მოყუჩებული პოლიტიკოსთა ლეგიონი, როგორ ემსახურება იმ ძალას.
ვის უნდა ამ აზიელების შემოდინების ფონზე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების აღორძინება? მათ ნამდვილად არა ვინც, პირდაპირ რომ ვთქვათ, საქართველოს აზიელებით ეთნო-ოკუპაციას ახორციელებს. არადა გადამთიელთა ამ გეგმის წარმატებას თვითონ საქართველოს მთავრობა უწყობს ხელს.

ასე რომ, ქართველები, მთელი ჩვენი უძველესი ისტორიითა და კულტურით ჩვენივე მთავრობისთვის ვართ ზედმეტი ბარგი. მათ აშკარად თავისი ბიზნეს-გეგმები აქვთ ამ მათთვის ტერიტორიის მიმართ, რომელიც ჩვენი საქართველოა და ჯერ კიდე ასე გვიყვარს. დიდი ფული იხდება, როგორც ჩანს, მიწებით დაინტერესებული აზიიდან და ჩვენი პოლიტიკოსებიც თავგამოდებით იცავენ მათ ინტერესს – ეს სახეზეა. ეს ლიბერალური თამაშები კი ამ გეგმის მშვენიერი ნიღაბია.

ვიცოდეთ, რომ დიდი კაპიტალის დარტყმის ქვეშ ვდგავართ ქართველები და ასე თუ მოვექეცით საკუთარ სახლს, როგორც ვექცევით, გაქრობა არ აგვცდება. არადა მომავალზე მზრუნველ ქვეყანაში ხომ გულზე უნდა ეწეროს ერს – გააგრძელე საქართველოს ისტორია… პ.ს. წარმოგიდგენიათ არჩევნების შემდეგ რა გველის?”