Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პაატა გულიაშვილი განმარტებებს აკეთებს

18 სექტემბერი, 2017

პაატა გულიაშვილი განმარტებებს აკეთებსრუსთაველის თეატრის მსახიობი და თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი მის გარშემო ატეხილ ამბებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

პაატა გულიაშვილი:

“ბოლო დღეებია ჩემზე ბევრს საუბრობენ, ფული აიღოო, კომედი არხიდანაც თვითონ წავიდაო, რა სისულელეა. კომედი არხიდან არავინ დამკავშირებია, სერიალი დაიხურა, “საქართველოს ფანოღიც” აღარ იქნება და ტყუილად ხომ არ ვივლიდი?!

რაც შეეხება ფოტოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად მაქვს გადაღებული, იგი 9 თვის წინ თელავში ჩამოვიდა, ჩვენს თეატრს აჩუქა ავტობუსი და ამის გამო მადლობა ვუთხარი ფეისბუქით.

2 კვირის წინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემის “დილა მშვიდობისა საქართველო” პროდიუსერი ნინო არაზაშვილი დამიკავშირდა და შემატყობინა, რომ ჩემი ანეკდოტების რუბრიკა, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გადაცემაში აღარ იქნება.

ისევ დავდე ეს ფოტო და “დარწმუნებული ვარ, ეს ფოტო არ მაპატია ნიკა გვარამიამ-მეთქი” მივაწერე. ყველას ხომ აქვს თავისი მოსაზრება? ჰოდა, მეც მაქვს ჩემი აზრი.

ის ეჭვი, რომ ამ სურათის გამო გამიშვა არხმა, თვითონ გააპოლიტიკურეს. ყველამ იცის, რომ პოლიტიკური არხია, სხვა ბანაკიდან დავდე ფოტო და… არადა, აპოლიტიკური ადამიანი ვარ და ჩემთვის ანეკდოტებს ვყვებოდი.”