თამარ ედილაშვილი

საბავშვო ევროვიზია 2018 პოლონეთის წარმომადგენელმა მოიგო

საბავშვო ევროვიზია 2018 პოლონეთის წარმომადგენელმა მოიგო

საბავშვო ევროვიზია 2018-ის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი როქსანა ვეგიელი​ გახდა. მან 215 ქულა დააგროვა. მეორე ადგილი საფრანგეთმა დაიკავა 203 ქულით, მესამეზე კი ავსტრალია გავიდა 201 ქულით. საქართველოს წარმომადგენელი თამარ ედილაშვილი სიმღერით “შენი ხმა” 144 ქულით მე-8 ადგილზე გავიდა. სიმღერა სოფო ტოროშელიძემ დაწერა, ტექსტი კი – ალექსანდრე ლორთქიფანიძემ. თამარ ედილაშვილი მსმენელის წინაშე მე-13 ნომრად წარსდგა. […]

ხმა მიეცით თამარ ედილაშვილს საბავშვო ევროვიზიაზე

ხმა მიეცით თამარ ედილაშვილს საბავშვო ევროვიზიაზე

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 კონკურსის გრანდიოზული შოუ 25 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს წელს თამარ ედილაშვილი წარადგენს სიმღერით “შენი ხმა”. საბავშვო ევროვიზიის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ნებისმიერმა ადამიანმა ხმა მისცეს თავის რჩეულს. რაც მთავარია, ხმის მიცემა უფასოა და ყველა მსურველს შეუძლია თავისი ფავორიტები ამოირჩიოს, მათ შორის, თავისი ქვეყნის წარმომადგენელიც. მთავარია ხმის მიცემის დროს ვიდეოს ბოლომდე უყუროს […]

მოუსმინეთ თამარ ედილაშვილის სიმღერას საბავშვო ევროვიზიისთვის

მოუსმინეთ თამარ ედილაშვილის სიმღერას საბავშვო ევროვიზიისთვის

საბავშვო ევროვიზიაზე წელს საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს. ევროფესტივალისთვის მომღერალმა სიმღერა უკვე ჩაწერა და ვიდეორგოლიც გადაიღო. “შენი ხმა” – ასე ეწოდება ქართულ-ინგლისურ სიმღერას, რომელიც თამარ ედილაშვილს სოფო ტოროშელიძემ დაუწერა. სოფო ტოროშელიძე: “დიდი გზა გამოიარა ამ სიმღერამ. გაიმარჯვა 22 საუკეთესო კომპოზიტორს შორის და მე თვითონ არ მჯერა, რომ ნამდვილად მოვიდა ეს დღე, როდესაც საჯარო ხდება. თამარ ედილაშვილი […]

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს

საბავშვო ევროვიზია 2018-ზე საქართველოს მომღერალი თამარ ედილაშვილი წარადგენს. ის მაყურებელმა “იქს ფაქტორიდან” გაიცნო, სადაც გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად თავისი ნიჭიერებით და მუსიკალური შესაძლებლობებით მსმენელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა. გამარჯვებული მუსიკალურმა პროექტმა “რანინა” გამოავლინა. 10 კონკურსანტიდან ფინალისტები გახდნენ თამარ ედილაშვილი, ანასტასია ტოგონიძე და ნიკოლოზ ვასაძე. ფინალური შოუს დასრულების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებულ თამარ ედილაშვილთან ერთად ბელორუსში […]