24 ნოემბერი, 2018

ხმა მიეცით თამარ ედილაშვილს საბავშვო ევროვიზიაზე

ხმა მიეცით თამარ ედილაშვილს საბავშვო ევროვიზიაზებელორუსის დედაქალაქ მინსკში საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 კონკურსის გრანდიოზული შოუ 25 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს წელს თამარ ედილაშვილი წარადგენს სიმღერით “შენი ხმა”.

საბავშვო ევროვიზიის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ნებისმიერმა ადამიანმა ხმა მისცეს თავის რჩეულს. რაც მთავარია, ხმის მიცემა უფასოა და ყველა მსურველს შეუძლია თავისი ფავორიტები ამოირჩიოს, მათ შორის, თავისი ქვეყნის წარმომადგენელიც. მთავარია ხმის მიცემის დროს ვიდეოს ბოლომდე უყუროს და 3, 4 ან 5 კონკურსანტი აირჩიოს.

ხმის მიცემა 25 ნოემბრის 19 საათამდე გაგრძელდება.