მოუსმინეთ თამარ ედილაშვილის სიმღერას საბავშვო ევროვიზიისთვის

მოუსმინეთ თამარ ედილაშვილის სიმღერას საბავშვო ევროვიზიისთვისსაბავშვო ევროვიზიაზე წელს საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს.

ევროფესტივალისთვის მომღერალმა სიმღერა უკვე ჩაწერა და ვიდეორგოლიც გადაიღო.

“შენი ხმა” – ასე ეწოდება ქართულ-ინგლისურ სიმღერას, რომელიც თამარ ედილაშვილს სოფო ტოროშელიძემ დაუწერა.

სოფო ტოროშელიძე:

“დიდი გზა გამოიარა ამ სიმღერამ. გაიმარჯვა 22 საუკეთესო კომპოზიტორს შორის და მე თვითონ არ მჯერა, რომ ნამდვილად მოვიდა ეს დღე, როდესაც საჯარო ხდება.

თამარ ედილაშვილი – შენ ყველაზე დიდი წარმატება, ჩემო ბრილიანტო! დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ დავალებას გაართმევ თავს და ვიამაყებთ შენით!”