19 მაისი, 2018

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენსსაბავშვო ევროვიზია 2018-ზე საქართველოს მომღერალი თამარ ედილაშვილი წარადგენს. ის მაყურებელმა “იქს ფაქტორიდან” გაიცნო, სადაც გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად თავისი ნიჭიერებით და მუსიკალური შესაძლებლობებით მსმენელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.

გამარჯვებული მუსიკალურმა პროექტმა “რანინა” გამოავლინა. 10 კონკურსანტიდან ფინალისტები გახდნენ თამარ ედილაშვილი, ანასტასია ტოგონიძე და ნიკოლოზ ვასაძე.

ფინალური შოუს დასრულების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებულ თამარ ედილაშვილთან ერთად ბელორუსში ანასტასია და ნიკოლოზიც გაემგზავრებიან, სადაც ნოემბერში საბავშვო ევროვიზია 2018 გაიმართება.