25 ნოემბერი, 2018

საბავშვო ევროვიზია 2018 პოლონეთის წარმომადგენელმა მოიგო

საბავშვო ევროვიზია 2018 პოლონეთის წარმომადგენელმა მოიგოსაბავშვო ევროვიზია 2018-ის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი როქსანა ვეგიელი​ გახდა. მან 215 ქულა დააგროვა. მეორე ადგილი საფრანგეთმა დაიკავა 203 ქულით, მესამეზე კი ავსტრალია გავიდა 201 ქულით.

საქართველოს წარმომადგენელი თამარ ედილაშვილი სიმღერით “შენი ხმა” 144 ქულით მე-8 ადგილზე გავიდა. სიმღერა სოფო ტოროშელიძემ დაწერა, ტექსტი კი – ალექსანდრე ლორთქიფანიძემ. თამარ ედილაშვილი მსმენელის წინაშე მე-13 ნომრად წარსდგა.

წელს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობდა და მასში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.