ნოდარ ბახტაძე

დოლოჭოპის უძველეს ბაზილიკას ანადგურებენ

დოლოჭოპის უძველეს ბაზილიკას ანადგურებენ

ყვარელში IV საუკუნის დოლოჭოპის ბაზილიკას ანადგურებენ. ნოდარ ბახტაძე, პროფესორი: “დაგვტბორეს ამ ჭკუანაღრძობმა ბოროტმოქმედებმა! SOS! იძირება და ინგრევა ქრისტიანული კულტურის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი! ტბორავენ და გაცილებით მასშტაბურად! ერეცხება ძირი ამ უდიდესი ძალისხმევით გამოვლენილ ეროვნულ სიამაყეს! არად ჩააგდეს მეცნიერთა, ძეგლთა დაცვის სამთავრობო სტრუქტურების გაფრთხილება და ხვეწნა-მუდარა, ბოლომდე არ მიიყვანეს, მიაჩუმათეს სისხლის სამართლის საქმე და არხეინად ანადგურებენ კულტურული […]

გაუგონარი ვანდალიზმი ყვარელში

გაუგონარი ვანდალიზმი ყვარელში

კახეთში, კერძოდ, ყვარელში გაუგონარი ვანდალიზმი ხორციელდება. ინფორმაციას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ბახტაძე ავრცელებს: “ისეთი ზეწოლა, მუქარა და სტრესი გადავიტანე გრემის ნაქალაქარზე, მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსის მიდამოში მშენებლობის ოფიციალური ნებართვებით აღჭურვილ ბიზნესმენთაგან – არქეოლოგიურად გამოვლენილი ძეგლების განადგურებისგან დაცვისას (შორიახლოს მყოფი ძეგლთა დაცვის სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებისგან და მუნიციპალიტეტის […]

გრემის სამეფო უბანი ბულდოზერით ნადგურება

გრემის სამეფო უბანი ბულდოზერით ნადგურება

პროფესორი ნოდარ ბახტაძე გრემის სამეფო უბანში მე-20 საუკუნის 60-იან წლებში არქეოლოგიური კვლევებით გამოვლენილი ნაგებობების ბულდოზერით მიზნმიმართული განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას: “აი, ამ ღობის მიღმა, ანუ ზედ მთავარანგელოზთა ეკლესიის მიმდებარე, აშკარად უკანონოდ დაუფლებულ მიწის “ნაკვეთზე”, ღვინის მარნის და სასტუმროს მშენებლობის ნებართვით აღჭურვილი კერძო მესაკუთრე, ნაქალაქარ გრემის სამეფო უბნის არქეოლოგიურად გამოვლენილ ნაგებობებს ბულდოზერით ანადგურებს. თანაც, მკვრივი ქანების […]

ინიციატივა, რომელიც დავით გარეჯისთვის უმნიშვნელოვანესია

ინიციატივა, რომელიც დავით გარეჯისთვის უმნიშვნელოვანესია

დავით გარეჯისთვის გაერთიანებულ ქართველებს პროფესორი ნოდარ ბახტაძე მნიშვნელოვან ინიციატივას სთავაზობს: “წმ. დავით გარეჯელის ლავრაში არასდროს ჩატარებულა მიზანმიმართული არქეოლოგიური კვლევები (გამონაკლისია წმ. დავით გარეჯელის განსასვენებლის გახსნა, ორიოდეჯერ კი წინასარეაბილიტაციო ზედამხედველობა-დაზვერვა). უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები კი არქეოლოგიურად სრულიად შეუსწავლელია. კეთილმეზობლური კულტურული კონტაქტების გაჯანსაღებისთვის, კარგი იქნება, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანულ მხარეს უდაბნოს მონასტერში ერთობლივი არქეოლოგიური კვლევა შევთავაზოთ, ჩვენი და […]

ნოდარ ბახტაძე: “ვისაც გჯერათ ჩვენი: გაგახაროთ?”

ნოდარ ბახტაძე: "ვისაც გჯერათ ჩვენი: გაგახაროთ?"

პროფესორი ნოდარ ბახტაძე დოლოჭოპის დიდ სატაძრო კომპლექსზე უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას: “აი, მე–7 გათხრითი სეზონიც მიილია დოლოჭოპის დიდ სატაძრო კომპლექსზე. მოგმართავთ მათ, ვისაც გჯერათ ჩვენი: გაგახაროთ? მართალია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, წელს ჩვენივე “საუკუნის აღმოჩენაზე” მხოლოდ გარკვეულ ფართობებზე მიგვიშვა და ისიც “ზედამხედველების” სტატუსით, მხოლოდ თვენახევრით; მართალია ამ უწყებამ შარშან თავისივე ჩატარებული კონკურსის შედეგები […]

მდინარე ხრამის ისტორიულ ძეგლებს დატბორვას უპირებენ

მდინარე ხრამის ისტორიულ ძეგლებს დატბორვას უპირებენ

– ხეობა ისტორიულ-არქეოლოგიურ ნაკრძალად უნდა გამოცხადდეს! მე მზად ვარ უანგაროდ გაგიწიოთ კონსულტაციები, ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ ამ ძეგლების სრული ხელშეუხებლობის გარანტიის მისაღები დასკვნის შესამუშავებლად, – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ბახტაძე: “გასული საუკუნის 80-იან წლებში, წინ აღვუდექი კომუნისტური ხელისუფლების მიერ მდინარე ხრამის (ქციის) ისტორიული ძეგლებით უმდიდრესი, უნიკალური ხეობის დატბორვის პროექტის განხორციელებას (ჰესების კასკადის მშენებლობის […]

ნოდარ ბახტაძე: “ასე გამართლებულიყოს ამ წლის განმავლობაში თქვენი მოლოდინებიც!”

ინიციატივა, რომელიც დავით გარეჯისთვის უმნიშვნელოვანესია

აცხადებს არქეოლოგი ნოდარ ბახტაძე და ახალ წელს პირველი ახალი და სასიამოვნო სიახლიც იწყებს: “ასე გამართლებულიყოს ამ წლის განმავლობაში თქვენი მოლოდინებიც! წინასაახალწლოდ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წინაშე წაკითხული მოხსენების დროს, წუხილი გამოვთქვი, რომ ჯერჯერობით მხოლოდ დოლოჭოპის თავდაპირველი ბაზილიკის დანგრევისა და დიდი ბაზილიკის აგების მოსამზადებელი ეტაპის თარიღის ჩვენეული ვარაუდების გამამყარებელი, მაღალტექნოლოგიური ანალიზის პასუხი გაგვაჩნდა. და აი, […]

უნიკალური აღმოჩენა დავით გარეჯის უდაბნოში

უნიკალური აღმოჩენა დავით გარეჯის უდაბნოში

არქეოლოგებმა დავით გარეჯის უდაბნოში წმინდა დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოების დროს შუა საუკუნეების სპილენძის უნიკალურ სამონასტრო ჭურჭელს და შანდლების კოლექციას მიაკვლიეს. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ბახტაძე ავრცელებს: “ნეკრესის ნაქალაქარის კვლევა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც ახალი ენერგიით გაგრძელდება… ამასთან, ორიოდე დღის წინ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ამავე ჯგუფმა, დავით გარეჯის […]

უდიდესი ქართული ქრისტიანული ბაზილიკა საფრთხეშია

უდიდესი ქართული ქრისტიანული ბაზილიკა საფრთხეშია

– უდიდესი ქართული ქრისტიანული ბაზილიკა საფრთხეშია. დრო არ ითმენს – გაზაფხულის წყალდიდობების სეზონი ახლოვდება! – აცხადებს არქეოლოგი ნოდარ ბახტაძე და მიმართავს იმ უწყებებს, ვისაც ამ პრობლემის დროული მოგვარება ევალება. სპეციალური პეტიცია, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს […]