31 მაისი, 2019

ინიციატივა, რომელიც დავით გარეჯისთვის უმნიშვნელოვანესია

ინიციატივა, რომელიც დავით გარეჯისთვის უმნიშვნელოვანესიადავით გარეჯისთვის გაერთიანებულ ქართველებს პროფესორი ნოდარ ბახტაძე მნიშვნელოვან ინიციატივას სთავაზობს:

“წმ. დავით გარეჯელის ლავრაში არასდროს ჩატარებულა მიზანმიმართული არქეოლოგიური კვლევები (გამონაკლისია წმ. დავით გარეჯელის განსასვენებლის გახსნა, ორიოდეჯერ კი წინასარეაბილიტაციო ზედამხედველობა-დაზვერვა). უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები კი არქეოლოგიურად სრულიად შეუსწავლელია.

კეთილმეზობლური კულტურული კონტაქტების გაჯანსაღებისთვის, კარგი იქნება, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანულ მხარეს უდაბნოს მონასტერში ერთობლივი არქეოლოგიური კვლევა შევთავაზოთ, ჩვენი და მათი პარტნიორი ევროპელი მეცნიერების ჩართულობით.”