20 აპრილი, 2021

დოლოჭოპის უძველეს ბაზილიკას ანადგურებენ

ყვარელში IV საუკუნის დოლოჭოპის ბაზილიკას ანადგურებენ.

ნოდარ ბახტაძე, პროფესორი:

“დაგვტბორეს ამ ჭკუანაღრძობმა ბოროტმოქმედებმა! SOS! იძირება და ინგრევა ქრისტიანული კულტურის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი!

ტბორავენ და გაცილებით მასშტაბურად! ერეცხება ძირი ამ უდიდესი ძალისხმევით გამოვლენილ ეროვნულ სიამაყეს! არად ჩააგდეს მეცნიერთა, ძეგლთა დაცვის სამთავრობო სტრუქტურების გაფრთხილება და ხვეწნა-მუდარა, ბოლომდე არ მიიყვანეს, მიაჩუმათეს სისხლის სამართლის საქმე და არხეინად ანადგურებენ კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ, ეროვნული კატეგორიის ძეგლს!

ერთხელ მაინც გადაემოწმებინა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, თუ აღმოიფხვრა საშიშროება… ვალი მოიხადეს, თითქოს მარტო ჩვენი იყოს საქართველოში ეს უძველესი და უდიდესი ქრისტიანული ტაძარი!!! SOS!!! SOS!!! SOS!!!”