ჭდე: ნათია თოდუა

ნათია თოდუას გამარჯვება რუმინეთში

ნათია თოდუას გამარჯვება რუმინეთში

“საქართველოს ვარსკვლავის” ჟიურის წევრმა და მომღერალმა ნათია თოდუამ, რომელმაც გერმანული “ვოისი” მოიგო, გამარჯვება რუმინეთშიც მოიპოვა. მისმა მუსიკალურმა ვიდეომ Natia Todua – Love Letter რუმინეთში მოიგო ნომინაციაში “The Best Music Video” და “The Audience Choice” კინო ფესტივალზე 12 Months Film Festival.

ნათია თოდუას საერთაშორისო წარმატება

ნათია თოდუას საერთაშორისო წარმატება

მომღერალ ნათია თოდუას შემოქმედებითი წარმატებები გრძელდება. მისი ახალი სიმღერა Natia Todua – Love Letter, წარდგენილია კინო ფესტივალზე “12 Months Film Festival” კატეგორიაში “საუკეთესო მუსიკალური ვიდეო”. ყველას აქვს შესაძლებლობა ხმა მისცეს ამ მუსიკალურ ვიდეოს დღეში ერთხელ და ნათიას გამარჯვებაში დაეხმაროს. იმისთვის, რომ ნათია ფესტივალის გამარჯვებული გახდეს, საჭიროა მისი ვიდეორგოლის თავზე არსებულ ვარსკლავებზე დაწკაპუნება.

ნათია თოდუა ისევ გამარჯვებულია

ნათია თოდუა ისევ გამარჯვებულია

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა ისევ გამარჯვებულია. გერმანულ “ვოისში” გამარჯვების შემდეგ, ნათიამ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. მან “Music Video Underground”-ის ნომინაციაში “თვის საუკეთესო ვიდეოს” ნომინაციაში გაიმარჯვა სიმღერით “Love Letter”.

ნათია თოდუას არაჩვეულებრივი საჩუქარი საქართველოს

ნათია თოდუას არაჩვეულებრივი საჩუქარი საქართველოს

გერმანული “ვოისის” გამარჯვებულის ნათია თოდუას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მომღერალი ალბომზე მუშაობს, რომელსაც “Miss you” (მენატრები) ეწოდება. “Georgia” – “საქართველო” კი პირველი სიმღერაა ამ ალბომიდან, რომელსაც ქართულად, აფხაზურად და ინგლისურად ასრულებს. სიმღერაზე ვიდეორგოლი სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ვიდეოოებით შეიქმნა: “უღრმესი მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა ამის შექმნაში. ჩვენ ყველას გვაქვს სამშობლო და თითოეულმა უნდა წვლილი […]

ნათია თოდუას თხოვნა ქართველებს

ნათია თოდუას თხოვნა ქართველებს

გერმანული “ვოისის” გამარჯვებულის ნათია თოდუას თხოვნა ქართველებს, უფრო კონკრეტულად კი ქართველ ემიგრანტებს ეხებათ: “საქართველო ჩვენი სამშობლოა და ჩვენი სულის ნაწილი. მე ჩემს ახალ სიმღერაში “Georgia” ავღწერ ამ გრძნობებს. მინდა თან დავურთო მუსიკალური ვიდეო ქართველ ემიგრანტებზე და ამისთვის მჭირდება სელფის ვიდეოები. გთხოვთ, ვისაც შეგეძლებათ, გადაიღოთ ძალიან მოკლედ მხოლოდ სახეზე და გააგზავნოთ ეს ვიდეოები მეილზე rschmitt@arcor.de ჩემი […]

ნახეთ ნათია თოდუას და მურმან ჯინორიას კლიპი

ნახეთ ნათია თოდუას და მურმან ჯინორიას კლიპი

გერმანული “ვოისის” გამარჯვებულმა ნათია თოდუამ და რუსთაველის თეატრის მსახიობმა მურმან ჯინორიამ დუეტი ჩაწერეს. “ფრთამოტეხილი მაფშალია” – ასე ეწოდება სიმღერას, რომლის ტექსტიც მამა პეტრემ დაწერა, სიმღერა კი – დავით არჩვაძემ. სიმღერაზე ვიდეორგოლი რეჟისორმა ლევან აბულაძემ გადაიღო. კლიპის სატელევიზიო პრემიერა “ნანუკას შოუში” გაიმართა.

ნათია თოდუამ უნგრელი მუსიკოსი მეგრულად აამღერა

ნათია თოდუამ უნგრელი მუსიკოსი მეგრულად აამღერა

გერმანული “ვოისის” გამარჯვებულმა აფხაზეთიდან დევნილმა ნათია თოდუამ უნგრელი მუსიკოსი მეგრულად აამღერა. ნათიამ ერთ-ერთი ცნობილი მეგრული სიმღერა “ვა გიორქო მა” ბოტისთან ერთად დუეტში იმღერა. ნათია თოდუა: “მე და ბოტიმ შევასრულეთ ჩვენთვის უსაყვარლესი მეგრული სიმღერა. ბოტი არის წარმოშობით უნგრეთიდან და ცხოვრობს გერმანიაში, როგორც ერთ-ერთი წარმატებული მუსიკოსი. მისი სურვილი იყო, რომ ესწავლა სიმღერის ტექსტი და გვემღერა ერთად. მადლობა […]

ნათია თოდუა – კიდევ ერთი წარმატება

ნათია თოდუა

გერმანული “ვოისის” ქართველი გამარჯვებული ნათია თოდუა კიდევ ერთი წარმატებისთვის იბრძვის. მაუწყებლობა Das Erste-ზე Eurovision Song Contest Deutschland-ის პირდაპირ ტრანსლაცია მიმდინარეობს, სადაც ნათიამ პირველ ნომრად იმღერა და თავისი პირველი სიმღერა “My Own Way” შეასრულა. ქართველ მომღერალს მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა და მხურვალე აპლოდისმენტების დააჯილდოვა. ნათია თოდუა: “6 მონაწილიდან რჩეული წარადგენს გერმანიას Eurovision2018. საკონკურსო ნომერი, რომელზეც დარეკვა/სმს […]

ნათია თოდუა – ყველაზე საპასუხისმგებლო მისია

ნათია თოდუა

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ქართულ მუსიკალურ პროექტებში დაწუნებული 21 წლის მომღერალი გერმანული “ვოისის” გამარჯვებული გახდა და მის მუსიკალურ კარიერაში წარმატებული ეტაპი დაიწყო. მთავარი გამოწვევა მიღებულია – ნათია მუსიკასთან განშორებას არ აპირებს და სწავლა ამ მიმართულებით სურს. გერმანიამ “ევროვიზია 2018”-სთვის სავარაუდო კანდიდატები დაასახელა. საუკეთესოთა შორის ქართველი მომღერალი ნათია თოდუაც დასახელდა. ნათიამ […]

ნათია თოდუა ევროვიზია 2018-ზე

გერმანიამ ევროვიზია 2018-ისთვის 6 კონკურსანტი შეარჩია, რომლებიც 4.000 მსურველთა შორის საუკეთესოებად მიიჩნიეს. რჩეულებში მოხვდა გერმანული “ვოისის” გამარჯვებული, 21 წლის ქართველი მომღერალი ნათია თოდუა. მასთან ერთად ევროვიზიაზე გერმანიის წარსადგენად იბრძოლებენ Ivy Quainoo, Xavier Darcy, Ryk, voXXclub და Michael Schulte. შერჩეული კანდიდატები ჟიურის და მაყურებლის წინაშე 22 თებერვალს წარსდგებიან. რიგით 63-ე ევროვიზია კი მაისში პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება.