29 სექტემბერი, 2022

გაიზიარეთ ნათია თოდუას სიხარული

მომღერალ ნათია თოდუას უდიდესი სიხარული ეწვია – უნიჭიერესი ხელოვანი აფხაზეთიდან საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ჯილდო ნათიამ თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მიიღო.