ქართველი მომღერლის ნათია თოდუას მიერ შესრულებული სიმღერა საუკეთესო ათეულში მოხვდა. გერმანული “ვოისის” გამარჯვებულის მიერ ბრმა მოსმენის დროს შესრულებული “I Put A Spell On You” ამ კონკურსის ოფიციალურმა არხმა “Best of The Voice”-მა ტოპ 10-ში მეხუთე ადგილზე დაასახელა.
ნათიასთან ერთად საუკეთესოთა შორის მოხვდნენ ავსტრალიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბულგარეთის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის “ვოისის” კონკურსანტები.