9 სექტემბერი, 2022

სამართლიანად განაწყენებული ნათია თოდუა

მომღერალი ნათია თოდუა გულნატკენია და სრულიად სამართლიანადაც. გერმანულმა გადამღებმა ჯგუფიმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მისი პრემიერაც გამართა. ამ უმნიშნვნელოვანესი მოვლენით კი საქართველოში არავინ დაინტერესებულა:

“დოკუმენტური ფილმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელზეც გერმანული გადამღები ჯგუფი ZDF-ის ტელევიზიიდან დაახლოებით ორი წელი მუშაობდა, რომელიც უკვე 1 კვირაა გამოვიდა და რომლის პრემიერაც 8.სექტემბერს შედგა.

ფილმი სადაც პირველად მოხდა აფხაზეთის მხრიდან, როგორც პოლიტიკოსების, ისტორიკოსების, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლების სიტყვით გამოსვლა და გულრწფელი საუბარი კონფლიქტზე და მომხდარ ისტორიაზე, ფილმი, სადაც ევროპის წამყვანი ქვეყანა – გერმანია პირველად ეძიება დეტალებს და უზიარებს მთელს ევროპას სამწუხარო, მაგრამ რეალურ ისტორიას, არც ერთ ქართულ ტელევიზიას, გაზეთს ან საინფორმაციო ინტერნეტ გვერდებს არ გაუზიარებია.
საქართველოს ტელევიზია და სატელევიზიო ინტერნეტ-გვერდები, სადაც ყველაზე ხშირად ახალ ამბებში უსასრულო ნეგატივს, 24-საათიან პოლიტიკური დავას, სხვის პირად ცხოვრებას, ლხინს და ქეიფს, სიმართლეს თუ ჯერ კიდევ დაუზუსტებელ ინფორმაციას ვუსმენთ და ვხედავთ, ალბათ დრო არ ჰქონდა, რომ თუნდაც 5 წუთი დაეთმო ასეთ მნიშვნელოვან სიახლეზე.
ძალიან ვწუხვარ, ძალიან!”