24 ნოემბერი, 2022

ორიგინალური “ყვავილების ქვეყანა” ნათია თოდუასგან

მომღერალი ნათოა თოდუა ათასობით მსმენელს თავისი ორიგინალური და გამორჩეული შესრულების გამო უყვარს.
გერმანიაში შტუტგარტის ჯაზ ფესტივალზე მან “ყვავილების ქვეყანა” ასევე ორიგინალურად შეასრულა:
“The Land of Flowers – ყვავილების ქვეყანა
არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი უხერხული მომენტი ამ ფესტივალიდან
ჩვენი კონცერტის დასასრულს გამოვაცხადე, რომ შევასრულებდით ქართულ სიმღერას და ამით დავასრულებდით ჩვენს გამოსვლას შტუტგარტის ჯაზ ფესტივალზე.
ჩემი გამოცხადების შემდეგ ფესტივალის ორგანიზატორმა მანიშნა, რომ ჩვენი დრო უკვე ამოიწურა და სცენაზე გამოსასვლელად ემზადება Jamie Cullum.
რადგან უკვე გამოცხადებული მქონდა, რომ ქართული სიმღერა იქნებოდა ბოლო ნომერი, ვერ შევძელი მსმენელთან მოულოდნელად დამშვიდობება და დავიწყეთ დაკვრა პირდაპირ.
ძალიან ვამაყობდი იმით, რომ ამ ფესტივალზე ქართული სიმღერა პირველად გაჟღერდა, მაგრამ ამასთანავე ძალიან განვიცდიდი იმას, რომ ჩვენს დროს გადავაჭარბეთ.
ასე სცენაზე მე მგონი კონკურსის მერე არ მინერვიულია.
ჩვენს მსმენელს ძალიან მოეწონა, ჩვენც ვისიამოვნეთ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრ საინტერესო, მნიშვნელოვან და ლამაზ სიახლეებს გაგიზიარებთ ძვირფასო მეგობრებო.
პ.ს. კონცერტის დასასრულს სცენიდან რომ გავდიოდით, ვაკვირდებოდი ორგანიზატორს, რომელიც ბოლოს, როგორც იქნა, დამშვიდდა, მოვიდა და მომილოცა სადებიუტო გამოსვლის წარმატებით შესრულება.