ლა სკალა

საგანგებო მდგომარეობა ლა სკალაში

საგანგებო მდგომარეობა ლა სკალაში

მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ოპერის თეატრში – ლა სკალაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის კატასტროფული სისწრაფით ზრდის გამო, თეატრის ხელმძღვანელობამ დაგეგმილი სპექტაკლები მოხსნა და მუშაობა შეაჩერა. ინფორმაცია ლა სკალას ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

მზია ბახტურიძე – ქართველების მასპინძელი ლა სკალაში

მზია ბახტურიძე - ქართველების მასპინძელი ლა სკალაში

პიანისტი და მუსიკოსი მზია ბახტურიძე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან თეატრში – ლა სკალაში მოღვაწეობს. პაატა ბურჭულაძე: “ქართველი სოლისტების წარმატებაზე საერთაშორისო სცენებზე ბევრი იწერება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ლა-სკალას თეატრში უკვე მრავალი წელია ყოველ ჩვენგანს მასპინძლობს შესანიშნავი პიანისტი და მუსიკოსი მზია ბახტურიძე. ის თანამშრობლობდა და თანამშრომლობს მსოფლიოს ლეგენდარულ არტისტებთან, სახელგანთქმულ დირიჟორებთან, როგორებიც არიან რიკარდო მუტი, დანიელ […]

ვახტანგ კახიძე ლა სკალას სცენაზე

ვახტანგ კახიძე ლა სკალას სცენაზე

კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე მილანში ლა სკალას ოპერის თეატრის სცენაზე 14 ოქტომბერს წარსდგება. ლა სკალას თეატრის კამერული ორკესტრი მეორედ შეასრულებს ვახტანგ კახიძის ნაწარმოებს ალტის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის – “Bრუდერსცჰაფტ”, რომელიც 1996 წელს შეიქმნა და დღემდე წარმატებით სრულდება მსოფლიოს წამყვან სცენებზე. ეს ნაწარმოები წელს ფესტივალზე “შემოდგომის თბილისი” ლა სკალას კამერულმა ორკესტრმა შეასრულა. 14 ოქტომბრის […]

რეზო ლაღიძის ნაწარმოები ლა სკალას სცენაზე

რეზო ლაღიძის ნაწარმოები ლა სკალას სცენაზე

ქართველი კომპოზიტორის რეზო ლაღიძის ნაწარმოები “ჩივილი” ლა სკალას სცენაზე აჟღერდება. მას ოპერის მომღერალი ლაშა სესიტაშვილი შეასრულებს: “3 აპრილს ლა სკალას თეატრში, არტურო ტოსკანინის დარბაზში გაიმართება რომანსების და ნეაპოლიტანური სიმღერების კონცერტი. ეს დღე ორმაგად სასიხარულოა, რადგან შევასრულებ ასევე ქართულ ნაწარმოებს, რევაზ ლაღიძის “ჩივილს”, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.”

ლა სკალას ,,კარმენში’’ 4 ქართველი მონაწილეობს

ლა სკალას ,,კარმენში’’ 4 ქართველი მონაწილეობს

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საოპერო თეატრში, ლა სკალაში ბიზეს “კარმენი” იქნება წარმოდგენილი, რომელშიც ერთდროულად 4 ქართველი მონაწილეობს. ბიზეს უკვდავი ნაწარმოების განხორციელებაში ჩართული არიან ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, მზია ბახტურიძე და სოფია მჭედლიშვილი. ანიტამ ლა სკალას სცენაზე კარმენი პირველივე ჯერზე დიდი წარმატებით იმღერა და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა. ამჯერად ის ბიზეს გენიალურ ოპერას თანამემამულეებთან ერთად შეასრულებს. ეს არის […]

აურზაური ლა სკალაში ქართველი მომღერლის გამო

აურზაური ლა სკალაში ქართველი მომღერლის გამო

ქართველი საოპერო მომღერალი მიხეილ ქირია სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს: “მოგეხსენებათ ლა სკალას სცენაზე უნდა მემღერა, ბატისტელის ოპერა CO2-ში, ორი მნიშვნელოვანი როლი, რომლის მსოფლიო პრემიერა ამა წლის 16 მაისს უნდა შედგეს ლა სკალას სცენაზე. ვინაიდან ჩემი ჰონორარი ძალიან მწირი გახლდათ, რადგან თვითონ ოპერის ბიუჯეტი გახლდათ მწირი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არამარტო კულტურის […]

ქართველი მომღერლები ლა სკალას პრემიერაში

ქართველი მომღერლები ლა სკალას პრემიერაში

15 თებერვალს მილანში, ლა სკალას თეატრში პრემიერაა. წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის “აიდა”, რომელშიც ორი ქართველი საოპერო მომღერალი მიიწვიეს. საპრემიერო წარმოდგენას ლეგენდარული მაესტრო ზუბინ მეტა უდირიჟორებს. ორივე წამყვან პარტიას ქართველი მომღერლები ანიტა რაჭველიშვილი და გიორგი გაგნიძე იმღერებენ. ანიტა ამნერისის არიას შეასრულებს, გიორგი კი ამონასროსი. ორივე მომღერალისთვის საკმაოდ საპასუხისმგებლოა ლა სკალას სცენაზე დგომა და ”აიდაში” მონაწილეობა, ამიტომაც […]