14 ოქტომბერი, 2019

ვახტანგ კახიძე ლა სკალას სცენაზე

ვახტანგ კახიძე ლა სკალას სცენაზეკომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე მილანში ლა სკალას ოპერის თეატრის სცენაზე 14 ოქტომბერს წარსდგება.

ლა სკალას თეატრის კამერული ორკესტრი მეორედ შეასრულებს ვახტანგ კახიძის ნაწარმოებს ალტის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის – “Bრუდერსცჰაფტ”, რომელიც 1996 წელს შეიქმნა და დღემდე წარმატებით სრულდება მსოფლიოს წამყვან სცენებზე.

ეს ნაწარმოები წელს ფესტივალზე “შემოდგომის თბილისი” ლა სკალას კამერულმა ორკესტრმა შეასრულა.

14 ოქტომბრის კონცერტს სერგეი სმბატიანი უდირიჟორებს, ვახტანგ კახიძე კი იტალიელი მსმენელის წინაშე ლა სკალას კამერულ ორკესტრთან და სოლისტ სიმონიდე ბრაკონისთან ერთად პაინისტის ამპლუაში წარსდგება.