11 იანვარი, 2020

მზია ბახტურიძე – ქართველების მასპინძელი ლა სკალაში

მზია ბახტურიძე - ქართველების მასპინძელი ლა სკალაშიპიანისტი და მუსიკოსი მზია ბახტურიძე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან თეატრში – ლა სკალაში მოღვაწეობს.

პაატა ბურჭულაძე:

“ქართველი სოლისტების წარმატებაზე საერთაშორისო სცენებზე ბევრი იწერება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ლა-სკალას თეატრში უკვე მრავალი წელია ყოველ ჩვენგანს მასპინძლობს შესანიშნავი პიანისტი და მუსიკოსი მზია ბახტურიძე.

ის თანამშრობლობდა და თანამშრომლობს მსოფლიოს ლეგენდარულ არტისტებთან, სახელგანთქმულ დირიჟორებთან, როგორებიც არიან რიკარდო მუტი, დანიელ ბარენბოიმი, გუსტავო დუდამენი, სეიჯი ოზავა და სხვა.

მიხარია, რომ მზია მრავალი წლის შემდეგ სწორედ ფონდ „იავნანას“ მოწვევით ჩამოვა საქართველოში და 29 აპრილს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს ჩვენს საამაყო ტენორთან ოთარ ჯორჯიკიასთან ერთად.”