Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლა სკალას ,,კარმენში’’ 4 ქართველი მონაწილეობს

1anitaმსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საოპერო თეატრში, ლა სკალაში ბიზეს “კარმენი” იქნება წარმოდგენილი, რომელშიც ერთდროულად 4 ქართველი მონაწილეობს.

ბიზეს უკვდავი ნაწარმოების განხორციელებაში ჩართული არიან ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, მზია ბახტურიძე და სოფია მჭედლიშვილი.

ანიტამ ლა სკალას სცენაზე კარმენი პირველივე ჯერზე დიდი წარმატებით იმღერა და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა. ამჯერად ის ბიზეს გენიალურ ოპერას თანამემამულეებთან ერთად შეასრულებს.

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ოპერის გულში, იტალიაში, ლა სკალას სცენაზე ერთ წარმოდგენაში ერთდროულად 4 ქართველია დაკავებული.