ჭდე: ირმა გიგანი

ჯანსუღ ჩარკვიანის გზავნილი აფხაზეთს

ჯანსუღ ჩარკვიანის გზავნილი აფხაზეთს

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანისთვის აფხაზეთი განსაკუთრებული თემა იყო. ხელოვანის შვილიშვილი, პიანისტი ირმა გიგანი ავრცელებს სპეციალურ ვიდეოგზავნილს, რომლითაც პოეტი აფხაზებს მიმართავს: “ვიპოვე… აუცილებლად უნდა დამედო აქ… ისე შემძრა ახალმა ამბავმა, თავს ამით ვიმშვიდებ… ბაბუ! როგორ მეამაყები! მადლობა ყველაფრისთვის!”

ირმა გიგანი: “გვიშველეთ რამე! დაგვეხმარეთ!”

ირმა გიგანი: "გვიშველეთ რამე! დაგვეხმარეთ!"

– ვინაიდან ვარ მუსიკოსი, ძირითადი აქცენტი ბუნებრივია, ცოდნიდან გამომდინარე, ამ სფეროზე მექნება, თუმცა ყველას ეხება, – აცხადებს პიანისტი ირმა გიგანი: “გამარჯობა. მე მქვია ირმა გიგანი. ვარ პიანისტი. 22 წლის. ამ თაობის ერთ-ერთი წევრი, წარმომადგენელი. შევეცდები ბევრი არ ვწერო, უბრალოდ დავიწყებ. ვინაიდან ვარ მუსიკოსი , ძირითადი აქცენტი ბუნებრივია ცოდნიდან გამომდინარე ამ სფეროზე მექნება, თუმცა ყველას ეხება. […]

ლაშა ღლონტი უტკბილესი სიმღერის პრემიერით

ლაშა ღლონტი

მომღერალი ლაშა ღლონტი თავის ერთგულ მსმენელს ახალ სიმღერას სთავაზობს. სიმღერა მამუკა ჩარკვიანს ეკუთვნის, არანჟირება – მარიამ ქაცარავას, ტექსტი კი – ჯანსუღ ჩარკვიანს. “შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები” – ეს ლექსი ჯანსუღ ჩარკვიანმა შვილიშვილს, პიანისტ ირმა გიგანს მიუძღვნა. ლექსი მამუკა ჩარკვიანმა აამღერა, ახლა კი მისი ახლებური ვერსია ლაშა ღლონტმა იმღერა. სიმღერაზე საგანგებო ვიდეორგოლიც […]

ირმა გიგანი – წარმატება გერმანიაში 

ირმა გიგანი

პიანისტი ირმა გიგანი გერმანიაში მიიწვიეს. ის ერთადერთი ქართველი ხელოვანია, რომელიც KAWAI Europa GmbH-ის წარმომადგენლობამ გერმანიაში ორი სოლო კონცერტით მიიწვია. KAWAI Europa GmbH-მ 2018 წლის კონცერტების სერია სწორედ ქართველი პიანისტის კონცერტით გახსნა. მუსიკოსმა ჰაიდნის, პროკოფიევის და შუმანის ნაწარმოებები შეასრულა. ირმას დედამ, თაკო ჩარკვიანმა პიანისტის კონცერტიდან მცირე ჩანაწერი გაავრცელა: “ირმას დიდი წარმატება აქვს გერმანიაში, ვიცი გაგიხარდებათ. ნაწყვეტი კონცერტიდან.” […]

“ჩემო სინათლევ – ვიცი რომ იქიდან მინათებ”

ირმა გიგანი: "გვიშველეთ რამე! დაგვეხმარეთ!"

ასე ემშვიდობება პიანისტი ირმა გიგანი ბაბუს – პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს. ირმა პოეტის ლექსს აქვეყნებს, რომელიც პატარა პიანისტს ბაბუმ მიუძღვნა: “შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები, დამასიე ფიქრები, როგორც თოვლის ფიფქები, შენ რომ დიდი გახდები, შინ რომ აღარ დაგხვდები, სხვას რომ ვერას გავხვდები სულში ჩაგისახლდები, როცა შენ დაქალდები, როცა მე გავქვავდები, ისე არ დავღამდები, […]

ირმა გიგანის კიდევ ერთი წარმატება

პიანისტი ირმა გიგანი პატარაობდან ყურადღების ცენტრშია. მისი მუსიკალური ცხოვრება 3 წლის ასაკიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. ირმას კიდევ ერთი წარმატების შესახებ ინფორმაციას მაია გოგორიშვილი ავრცელებს: “სასიხარულო ამბავი! ვულოცავ ჩვენს უნიჭიერეს პიანისტს ირმა გიგანს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სტიპენდიანტის წოდებას! როგორც ჯანუკი იტყოდა “სულ ზევით ზევით”. გვიყვარხართ.”

ირმა გიგანი ქველმოქმედებისთვის დაუკრავს

ირმა გიგანი: "გვიშველეთ რამე! დაგვეხმარეთ!"

ქართველი პიანისტი ირმა გიგანი ქველმოქმედებისთვის დაუკრავს. 29 ივნისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი. ირმა გიგანთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცოტნე ცოცხალაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, მარიამ ტაბატაძე, პაპუნა შარიქაძე, მიშა სულუხია, დალი ანთიძე-ციმერმანი, ირინა შერაზერდიშვილი, ნუცა ზაქაიძე, გოდერძი ჯანელიძე, გიორგი შარვაშიძე, მაიკო კუცია, სანდრო […]

ირმა გიგანმა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა ირმა გიგანმა კიდევ ერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. მან დანიის საერთაშორისო პიანისტთა კონკურსზე გაიმარჯვა. ქართველი პიანისტი ლაურეატი გახდა. ირმამ კონკურსზე რევაზ ლაღიძის, ნილსენის, მენდელსონის, ჰაიდნის და შოპენის ნაწარმოებები შეასრულა. მასთან ერთად კონკურსში კიდევ ერთი ქართველი პიანისტი თამთა მაღრაძე მონაწილეობდა, რომელმაც ნილსენის, რახმანინოვის, ლისტის, შუმანის და რაველის ნაწარმოებები დაუკრა. ირმა გიგანის საკონკურსო კატეგორიაში სულ 20 […]