1 ივნისი, 2021

ირმა გიგანის ფურორი ავსტრიაში

პიანისტმა ირმა გიგანმა ავსტრიაში უდიდეს წარმატებას მიაღწია. მან ავსტრიაში ბეხშტეინ-ბრუკნერის საერთაშორისო კონსურსში გაიმარჯვა.

თაკო ჩარკვიანი, ირმა გიგანის დედა:

“ბედნიერი ვარ! ჩემი ირმა გიგანი ავსტრიის ბეხშტეინ-ბრუკნერის საერთაშორისო კონსურსის პირველი პრემიის და ყველა სპეცპრიზის გამარჯვებული გახდა. გილოცავ, დე!”

ირმა გიგანი, პიანისტი:

“სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა შედეგები და დიიიდი სიხარულით გიზიარებთ, რომ მოვიგე BECHSTEIN-BRUCKNER-ის კონკურსი – I პრემია და ყველა სპეც. პრიზი (მოცარტის სონატის საუკეთესო შესრულებისთვის და ბრუკნერის ფანტაზიის საუკეთესო შესრულებისთვის).

17 ივნისს გავმართავ სოლო კონცერტს Brucknerhaus-ში (ავსტრია).”