24 ნოემბერი, 2019

ირმა გიგანის ფრანგული წარმატება

ირმა გიგანის ფრანგული წარმატებაპიანისტ ირმა გიგანის შემოქმედებით ცხოვრებაში კიდევ ერთი წარმატებული ეტაპი დადგა.

მან საფრანგეთში გამართულ პიანისტთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე “ფორტეპიანოს ვარსკვლავები” ლაურეატის წოდება მოიპოვა:

“ბედნიერი ვარ გაგიზიაროთ, რომ გავხდი ლაურეატი Les Etoiles du Piano – “ფორტეპიანოს ვარსკვლავები” პიანისტთა მეორე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (საფრანგეთი).

დაუვიწყარი ემოციებით სავსე ვარ…

საოცარი მუსიკოსებით სავსე ჟიური და ურთულესი პროგრამა – 3 ტური სოლო რეპერტუარით.

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, ჩემს ყველაზე ძვირფას მშობლებს – საგანძურს ჩემს და ჩემი ოჯახის ერთგულ მეგობრებს…

უდიდესი მადლობა ჩემს საოცარ, დიდებულ პროფესორს, საოცარ მუსიკოსს, პიანისტს და პიროვნებას ბატონ სტეფან არნოლდს – ბედნიერი ვარ რომ მისი სტუდენტი მქვია, მადლობა თითოეული საოცარი გაკვეთილისთვის…

დიდი მადლობა ვენის უნივერსიტეტს…

უდიდესი მადლობა ჩემს უძვირფასეს საოცარ მუსიკოსსა და პიროვნებას მანანა დოიჯაშვილს მუდამ გვერდში დგომის და გულშემტკივრობისთვის – დაუვიწყარი, სიყვარულით და მუსიკით სავსე გაწეული ამაგისთვის ჩემს ცხოვრებაში…

უდიდესი მადლობა ჟიურის წევრებს – საოცარ, გულწრფელ მუსიკოსებს.”