პიანისტი ირმა გიგანი გერმანიაში მიიწვიეს. ის ერთადერთი ქართველი ხელოვანია, რომელიც KAWAI Europa GmbH-ის წარმომადგენლობამ გერმანიაში ორი სოლო კონცერტით მიიწვია.
KAWAI Europa GmbH-მ 2018 წლის კონცერტების სერია სწორედ ქართველი პიანისტის კონცერტით გახსნა. მუსიკოსმა ჰაიდნის, პროკოფიევის და შუმანის ნაწარმოებები შეასრულა.
ირმას დედამ, თაკო ჩარკვიანმა პიანისტის კონცერტიდან მცირე ჩანაწერი გაავრცელა:
“ირმას დიდი წარმატება აქვს გერმანიაში, ვიცი გაგიხარდებათ.
ნაწყვეტი კონცერტიდან.”