ჭდე: ირაკლი ფარჯიანი

ნაირა გელაშვილი ირაკლი ფარჯიანზე

ნაირა გელაშვილი ირაკლი ფარჯიანზე

მწერალი ნაირა გელაშვილი მხატვარ ირაკლი ფარჯიანზე საუბრისას ყოველთვის აღნიშნავს მისი მეუღლის – ასმათ ფიცხელაური-ფარჯიანის უდიდეს როლს: “ირაკლის შემოქმედების ძირითადი შტრიხები მაშინ იკვეთებოდა, როცა გავიცანი. ეს, დაახლოებით, 1977-78 წლები იყო. ასმათი, მისი მეუღლე, ჩემი სტუდენტი გახლდათ. ირაკლიმ და ასმათმა ერთმანეთი ჩემს სახლში გაიცნეს. ორივე ძალიან მიყვარდა, მაგრამ ასმათი უფრო დამიახლოვდა. გაცნობისთანავე შინაგანად მიეჯაჭვნენ ერთმანეთს. მე კი […]

გაფრთხილება ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების მოყვარულებს

გაფრთხილება ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების მოყვარულებს

მხატვარ ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების მოყვარულებისთვის საყურადღებო ინფორმაცია ვრცელდება. ინფორმაციას გვერდი “ირაკლი ფარჯიანი” ავრცელებს: “ძვირფასო მეგობრებო, ძალიან გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ამ პუბლიკაციას! უკვე დიდი ხანია, რაც გავრცელებულია უამრავი ირაკლის ყალბი ნამუშევარი გაყიდვაში. რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდით და საკმაოდ დიდი ბაზაა შეგროვებული ამ კრიმინალში ჩართულ პერსონებზე, მაგრამ დღევანდელ დღეს უკვე ვთვლით საჭიროდ ამ ყველაფერს […]

გინახავთ შობის ამსახველი ჩვენამდე მოღწეული პირველი გამოსახულება?

შობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია მორწმუნეებისთვის. იესო ქრისტეს შობა კაცობრიობისთვის სიყვარულისა და სიკეთის დასაწყისია. 21 საუკუნის განმავლობაში არაერთმა მხატვარმა შექმნა ნახატი შობის თემაზე. შობის ამსახველი ჩვენამდე მოღწეული პირველი გამოსახულება III საუკუნით თარიღდება ე.წ. პრისცილას კატაკომბებში – რომი. “არტინფო” გთავაზობთ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ ნამუშევრებს, რომლებიც მაცხოვრის შობას ეძღვნება. შობის პირველი გამოსახულება ირაკლი ფარჯიანი ირაკლი ფარჯიანი ირაკლი ფარჯიანი […]

ირაკლი ფარჯიანის 41 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე

ირაკლი ფარჯიანის სიცოცხლე 41 წლის ასაკში შეწყდა. მან მთელი ცხოვრება ხატვას მიუძღვნა. – მე რომ არ ვხატო, ეს სიკვდილს უდრის, – ასე ამბობდა ცნობილი ქართველი მხატვარი ირაკლი ფარჯიანი. მისი ნამუშევრებიდან გამორჩეულია სახარების თემაზე შექმნილი ნახატები – ლუკას, იოანეს და მარკოზის სახარებების ილუსტრაციები, ასევე საბავშვო ბიბლიის ილუსტრაცია. ამ ნამუშევრების შემქნას წინ დიდი ტრაგედია უძღოდა – მხატვარს […]

ირაკლი ფარჯიანის უცნობი ნახატები პირველად გამოიფინება

ცნობილი ქართველი მხატვრის ირაკლი ფარჯიანის უცნობი ნახატები სახვითი ხელოვნების მოყვარულთათვის პირველად გამოიფინება. ხელოვანის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპეციალური გამოფენა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება. ბაია გალერეა და ხელოვნების სასახლე 5 სექტემბერს დამთვალიერებელს შესთავაზებენ ექსპოზიციას “მარკოზის და იოანეს სახარება”. ამ კოლექციაში შემავალი ნამუშევრები ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება. ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები ხელოვნების […]