გაფრთხილება ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების მოყვარულებს

გაფრთხილება ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების მოყვარულებსმხატვარ ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების მოყვარულებისთვის საყურადღებო ინფორმაცია ვრცელდება.

ინფორმაციას გვერდი “ირაკლი ფარჯიანი” ავრცელებს:

“ძვირფასო მეგობრებო, ძალიან გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ამ პუბლიკაციას!

უკვე დიდი ხანია, რაც გავრცელებულია უამრავი ირაკლის ყალბი ნამუშევარი გაყიდვაში. რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდით და საკმაოდ დიდი ბაზაა შეგროვებული ამ კრიმინალში ჩართულ პერსონებზე, მაგრამ დღევანდელ დღეს უკვე ვთვლით საჭიროდ ამ ყველაფერს დაესვას წერტილი და გადაეცეს ამ მიმართულებით მომუშავე კანონის დამცველ სტრუტქურას!

ყველაფერი მივიდა იმ დონეზე, რომ ირაკლის ყალბი ნამუშევრები mymarket.ge-ზე იყიდება. სასაცილოდ ჩანს, მაგრამ ფაქტია, არამარტო ამ ვებ პორტალზე შეგიძლიათ ნახოთ ყალბი ფარჯიანები, ამიტომ სანამ ეს ყველაფერი კანონის დამცველების მიერ საბოლოოდ არ იქნება გამოძიებული, საზოგადობას გვინდა ვთხოვოთ ძალიან ფრთხილად იყოს შეძენის მომენტში.

საბედნიეროდ, არსებობენ არაჩვეულებრივი გალერეები, ხელოვნებათმცოდნეები და ბოლოს და ბოლოს ირაკლის ოჯახი, ვისაც შეგიძლიათ აზრი ჰკითხოთ. უამრავი ნამუშევრის ფოტო მოვიდა ჩვენამდე და ყველას ერთი და იგივე ვერსია აქვს “მამას მეგობარი იყო ირაკლი”, არ დაიჯეროთ! შეამოწმეთ!

მთელ ინფორმაციას ვერ გამოვაქვეყნებთ, ამას სხვა სტრუქტურა გააკეთებს და მე მგონი, უკვე დროა ბოლო მოეღოს არა მხოლოდ ირაკლის, არამედ ყველა ცნობილი ქართველი მხატვრები გაყალბების ეპოქას.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!”