2 სექტემბერი, 2015

ირაკლი ფარჯიანის უცნობი ნახატები პირველად გამოიფინება

1irakli-farjianis-iubileცნობილი ქართველი მხატვრის ირაკლი ფარჯიანის უცნობი ნახატები სახვითი ხელოვნების მოყვარულთათვის პირველად გამოიფინება. ხელოვანის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპეციალური გამოფენა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება.

ბაია გალერეა და ხელოვნების სასახლე 5 სექტემბერს დამთვალიერებელს შესთავაზებენ ექსპოზიციას “მარკოზის და იოანეს სახარება”. ამ კოლექციაში შემავალი ნამუშევრები ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება.

ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში 20 სექტემბრამდე დარჩება.