გუგული მგელაძე

ლენა ყიფშიძისა და გუგული მგელაძის სახალისო ისტორია

ლენა ყიფშიძისა და გუგული მგელაძის სახალისო ისტორია

მსახიობი ლენა ყიფშიძე კინორეჟისორ გუგული მგელაძესთან დაკავშირებით ერთ სახალისო ისტორიას იხსენებდა: “ჩემი ქართული ცხვირი საშინლად არ მომწონდა. გადავწყვიტე, დამემოკლებინა და ოპერაცია წოპემ გამიკეთა. დამიძახეს როლზე კინოსტუდიაში, რეჟისორ გუგული მგელაძესთან. დარწმუნებული ვიყავი, იმიტომ მიმიწვიეს, ცხვირი რომ შევიკრიჭე-მეთქი. ფრთხილად შევაღე ბატონი გუგულის კაბინეტის კარი, ვხედავ – არანაირი საპასუხო რეაქცია. მივხვდი, ვერ მიცნო. – გამარჯობათ, ბატონო გუგული, ელენე […]

აი, ვინ იყო გიორგის პროტოტიპი ფილმიდან “ფესვები”

აი, ვინ იყო გიორგის პროტოტიპი ფილმიდან "ფესვები"

რეჟისორმა გუგული მგელაძემ თავის გენიალურ ფილმში “ფესვები” ნამდვილი ისტორია გააცოცხლა. ფილმის მთავარი გმირი გიორგი მსოფლიოში აღიარებული ანარქისტისა და ცნობილი მემარცხენის ვარლამ ჩერქეზიშვილის პროტოტიპია. საინტერესო ინფორმაცია ნინო გახოკიამ გაგვიზიარა: “ამ სურათზე ცნობილი მემარცხენე, მსოფლიოში აღიარებული ქართველი ანარქისტი და ფილმ “ფესვების” გმირის პროტოტიპი ვარლამ ჩერქეზიშვილია. იგი 1871 წელს დააპატიმრეს, გაასამართლეს და ციმბირში გადაასახლეს. 1875 წელს გადასახლებიდან ევროპაში […]

დოდო აბაშიძის და გუგული მგელაძის ისტორია

დოდო აბაშიძის და გუგული მგელაძის ოსაცარი ისტორია

მსახიობ დოდო აბაშიძისთვის რეჟისორ გუგული მგელაძის ფილმი “ფესვები” უკანასკნელი აღმოჩნდა. რეჟისორმა თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ამ ფილმში დოდო აბაშიძეს და ლევან აბაშიძეს აუცილებლად უნდა უნდა ეთამაშათ. “ფესვების” გადაღებებს რეჟისორი ასე იხსენებდა: “ფესვები” რომ გადავიღე, ერთხანს ვფიქრობდი, სენტიმენტალური ფილმია და ხალხიც ამიტომ ტირის, ინდურ ფილმებზეც ხომ ტირიან-მეთქი, მაგრამ, არა. აქ რაღაც სხვა იყო… ეს ფილმი ძალზე ქართულია […]

სულ სხვა გუგული მგელაძე

სულ სხვა გუგული მგელაძე

“შავ-თეთრი გახდა ჩვენი ცხოვრება, და ვეღარ ვიღებთ სანუკვარ ფილმებს. აპარატს ტენი ფერადი ფირით, ის კი ჯიუტად შავ-თეთრად იღებს”… ეს გუგული მგელაძის ლექსია. წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილმების გადაღებებს თავი დაანება. ამბობდა, მე რომ ფილმის გადასაღებად ფული მოვითხოვო, სინდისი არ მაძლევს ამის საშუალებას, მირჩევნია ჩემს შვილს ან შვილიშვილს მისცენ ფული და მათ გადაიღონ ფილმებიო. ოჯახში […]

გუგული მგელაძე გარდაიცვალა

დოდო აბაშიძის და გუგული მგელაძის ოსაცარი ისტორია

87 წლის ასაკში კინორეჟისორი და სცენარისტი გუგული მგელაძე გარდაიცვალა. “ფესვები”, “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”, “ბურთი და მოედანი”, “ცისკრის ზარები”, “ჩაკლული სული”, “მაცივარში ვიღაც იჯდა” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც რეჟისორმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გადაიღო. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ფილმი “გაჭედილები” აღმოჩნდა. გუგული მგელაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ნინია ახვლედიანმა გაავრცელა […]