12 მაისი, 2021

ლენა ყიფშიძისა და გუგული მგელაძის სახალისო ისტორია

მსახიობი ლენა ყიფშიძე კინორეჟისორ გუგული მგელაძესთან დაკავშირებით ერთ სახალისო ისტორიას იხსენებდა:

“ჩემი ქართული ცხვირი საშინლად არ მომწონდა. გადავწყვიტე, დამემოკლებინა და ოპერაცია წოპემ გამიკეთა.

დამიძახეს როლზე კინოსტუდიაში, რეჟისორ გუგული მგელაძესთან. დარწმუნებული ვიყავი, იმიტომ მიმიწვიეს, ცხვირი რომ შევიკრიჭე-მეთქი.

ფრთხილად შევაღე ბატონი გუგულის კაბინეტის კარი, ვხედავ – არანაირი საპასუხო რეაქცია. მივხვდი, ვერ მიცნო.

– გამარჯობათ, ბატონო გუგული, ელენე ვარ ყიფშიძე, – უნდა გენახათ, როგორი მიყვირა, – რა უყავი შენი ქართული ცხვირი, ქართული ცხვირი მჭირდებოდაო…

ისე გავმწარდი, გულში გვარიანად შევუკურთხე წოპეს. ამით დამთავრდა ჩემი და კინოს ურთიერთობა…”