Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გუგული მგელაძე გარდაიცვალა

30 ნოემბერი, 2015

1guguli-mgeladze87 წლის ასაკში კინორეჟისორი და სცენარისტი გუგული მგელაძე გარდაიცვალა.

“ფესვები”, “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”, “ბურთი და მოედანი”, “ცისკრის ზარები”, “ჩაკლული სული”, “მაცივარში ვიღაც იჯდა” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც რეჟისორმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გადაიღო. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ფილმი “გაჭედილები” აღმოჩნდა.

გუგული მგელაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ნინია ახვლედიანმა გაავრცელა და თან ფილმის “ფესვები” ფინალური სცენის ვიდეო დაურთო:

“მარტო ამ ფინალის გამო ღირდა ცხოვრება. ვამაყობ, რომ ბაბუაჩემი ასეთი რეჟისორი იყო. სიმბოლურია, გუშინ ღამე ელდარ რიაზანოვიც გარდაიცვალა… სიმბოლურია, დღეს თბილისის კინოფესტივალი იხსნება…

გუგული მგელაძე უკვე ქართული კინოს ისტორიაა.”