ჭდე: გრაკლიანი

ნაზი ხანიაშვილი: “გრაკლიანის ასო-ნიშნები ქართულია”

ნაზი ხანიაშვილი: "გრაკლიანის ასო-ნიშნები ქართულია"

მკვლევარი და მეცნიერი ნაზი ხანიაშვილი ამტკიცებს, რომ გრაკლიანის ასო-ნიშნები ქართულია და ამის დასტურად თავისი დასაბუთებული არგუმენტი მოჰყავს: “კასპის რაიონში, გრაკლიანის გორაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას ტაძრის საკურთხეველთან აღმოაჩინეს თიხაში გამოსახული ათი ასო-ნიშანი, რომლის ასაკიც ამერიკის, კერძოდ მაიამის ბეტა ლაბორატორიაში ძვ. წ. XI-X სს დათარიღდა. გრაკლიანის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელმა პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა საზოგადოებას წარუდგინა აქ აღმოჩენილ წარწერაზე […]

გრაკლიანთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

გრაკლიანის გორასთან დაკავშირებით დეზინოფრმაცია ვრცელდება. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერგავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კასპის რაიონში გრაკლიან გორაზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციასთან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს უსახსრობის გამო 21 აგვისტოდან ძეგლის კვლევა და არქეოლოგიური გათხრები შეჩერდება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, გრაკლიანის […]

გრაკლიანზე გათხრები თანხების უქონლობის გამო შეჩერებულია

გრაკლიანის გორაზე ძეგლის კვლევა და არქეოლოგიური გათხრები, თანხების უქონლობის გამო, შეჩერებულია. ამის შესახებ არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა ქართლი ჯი-ს განუცხადა. გრაკლიანის გორაზე სტუდენტები უხელფასოდ მუშაობდნენ. ამჟამად, ექსპედიციას საკვების თანხაც კი არ აქვს. ამ დრომდე ხარჯებს უნივერსიტეტის ბიუჯეტი ფარავდა. საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების […]

აღმოჩენა გრაკლიანზე

ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლის კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენა გაკეთდა – ძვ. წ.აღ VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2 700 წლის ისტორიას ცხადყოფს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული […]

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის 2.750.000 დაიხარჯება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული გეგმის განხორციელების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის შუამდგომლობით და ხელშეწყობით, საქართველოს მთავრობამ 2.750.000 ლარი გამოყო. 2015 წელს ქვეყნის მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად: 1.200.000 ლარი ვარძიის ისტორიულ არქიტექტურული კომპლექსის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის; 700.000 ლარი მუცოს ქვედა უბნის სრული რეაბილიტაციისთვის; 350.000 ლარი ნოქალაქევის […]

გრაკლიანს ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭება

გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი საზოგადოებრივი ცხოვრების 300.000 წლიანი უწყვეტი განვითარების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივაა, მთავრობამ აღმოუჩინოს მხარდაჭერა და გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიანიჭოს. გრაკლიანი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური მიმართულების საპრეზენტაციო […]