26 მარტი, 2015

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის 2.750.000 დაიხარჯება

kul4კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული გეგმის განხორციელების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის შუამდგომლობით და ხელშეწყობით, საქართველოს მთავრობამ 2.750.000 ლარი გამოყო. 2015 წელს ქვეყნის მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად:

1.200.000 ლარი ვარძიის ისტორიულ არქიტექტურული კომპლექსის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის;

700.000 ლარი მუცოს ქვედა უბნის სრული რეაბილიტაციისთვის;

350.000 ლარი ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის განვითარებისთვის და სრული სარეაბილიტაციო პროექტის შემუშავებისთვის.

270.000 ეროვნული მნიშვენლობის არქეოლოგიური ძეგლის – გრაკლიანი გორის არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობისთვის:

230.000 ლარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ზემო სვანეთში, სოფელ ჩაჟაშის მეორე ეტაპის სარეაბილიტაცი სამუშაობის გაგრძლებისთვის, ორი საცხოვრებელი სახლის, ერთი კოშკის და ერთი მაჩუბის სრული აღდგენისთვის.