23 აგვისტო, 2015

გრაკლიანზე გათხრები თანხების უქონლობის გამო შეჩერებულია

1graklianiგრაკლიანის გორაზე ძეგლის კვლევა და არქეოლოგიური გათხრები, თანხების უქონლობის გამო, შეჩერებულია. ამის შესახებ არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა ქართლი ჯი-ს განუცხადა.

გრაკლიანის გორაზე სტუდენტები უხელფასოდ მუშაობდნენ. ამჟამად, ექსპედიციას საკვების თანხაც კი არ აქვს. ამ დრომდე ხარჯებს უნივერსიტეტის ბიუჯეტი ფარავდა.

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ცნობით, ძეგლზე სამუშაოები 2016 წელს განახლდება. 2015 წლისთვის გათვალისწინებული სამუშაოები კი დასრულებულია. ექსპედიციის ხელმძღვანელმა კულტურის მინისტრისგან სამუშაოების დაფინანსების პირობა მიიღო. მაგრამ კონკრეტული დრო უცნობია, თუ როდის გამოიყოფა თანხა ბიუჯეტიდან.

ფინანსების მოძიებამდე უძველესი წარწერის განადგურების საფრთხე ყოველდღიურად იზრდება, ამიტომაც წარწერა გაურკვეველი დროით ისევ მიწით დაიფარა.