23 აგვისტო, 2015

გრაკლიანთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

1graklianiგრაკლიანის გორასთან დაკავშირებით დეზინოფრმაცია ვრცელდება. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერგავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კასპის რაიონში გრაკლიან გორაზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციასთან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს უსახსრობის გამო 21 აგვისტოდან ძეგლის კვლევა და არქეოლოგიური გათხრები შეჩერდება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური კვლევები არ შეწყვეტილა. მისივე განმარტებით, ფინანსების არარსებობის გამო ექსპედიციის შეჩერების თაობაზე კომენტარი მას არ გაუკეთებია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად აფინანსებს არქეოლოგიურ სამუშაოებს, ექსპედიციის სამივლინებო ხარჯებს და სტუდენტთა საველე პრაქტიკას. 2014-2015 წლებში გამოიყო 31 ათასი ლარი. გარდა ამისა, არქეოლოგიურ ექსპედიციას ფინანსები გამოუყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, სამეცნიერო კვლევების თანადაფინანსება ასევე ხდებოდა სამეცნიერო ფონდებიდან. ამჟამად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური დახმარებით იგეგმება ტერიტორიის კონსერვაცია და გრაკლიანის გორაზე ღია არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ცოტა ხნის წინ გრაკლიანზე ახალი არტეფაქტი აღმოაჩინა, რომელიც მეცნიერთა აზრით, შეცვლის არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპს. უნიკალური წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.