ჭდე: გოგი ცაბაძე

გოგი ცაბაძის “იმღერე რამეს” გამორჩეული შესრულება

გოგი ცაბაძის "იმღერე რამეს" გამორჩეული შესრულება

კომპოზიტორ გოგი ცაბაძის სიმღერას “იმღერე რამე” რეჟისორ ლევან ხოტივარის ფილმში “მხიარული რომანი” ხათუნა კოტრიკაძის გმირი – ეკა ასრულებს. სიმღერა დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და ის უცხოელების რეპერტუარშიც დამკვიდრდა. ამის მაგალითია შვედი ქალბატონების მიერ შესრულებული “იმღერე რამე” ფორტეპიანოსა და გიტარის თანხლებით.

გოგი ცაბაძის უცნობი ფოტო

გოგი ცაბაძის უცნობი ფოტო

კომპოზიტორ გოგი ცაბაძის უცნობი ფოტო მამუკა ნაცვლიშვილმა გამოაქვეყნა და თან საინტერესო ისტორიაც დაურთო: “გიორგი ცაბაძის უცნობი ფოტო… გოგის გამოჩენა ქუჩაში განსაკუთრებით უხაროდათ პატარებს, რადგანაც იცოდნენ, გენიალურ კომპოზიტორს ყოველთვის ჰქონდა ჯიბეში ბავშვებისთვის კანფეტი… ეს ამბავი ამასწინათ გაიხსენა თენგომ – 50 წელს მიტანებულმა 60-იანი წლების პავლოვის ქუჩელმა პატარამ…”

“ჩემი საქართველო აქ არის” – ასეთი შესრულება ჯერ არ მოგისმენიათ

"ჩემი საქართველო აქ არის" - ასეთი შესრულება ჯერ არ მოგისმენიათ

გოგი ცაბაძის სიმღერა “ჩემი საქართველო აქ არის” მსმენელისთვის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა. მაესტრო გელა ფარჩუკიძემ გოგი ცაბაძის ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები თავის უნიჭიერეს პატარა მომღერლებთან ერთად სრულიად ახლებურად ააჟღერა და “თბილისობის” დღესასწაულზე რიყეზე ღია ცის ქვეშ შეკრებილ აუდიტორიას შესთავაზა. ”ნიჭიერის” გამარჯვებულმა მომღერლებმა თბილისის ბიჭუნათა კაპელამ და ახალგაზრდულმა გუნდმა გოგი ცაბაძის ულამაზეს სიმღერას სულ სხვა სული შთაბერეს.

“უხამსობამდე უგემოვნო”

”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ჯგუფ “სახეს” ახალ სიმღერას აკრიტიკებს. დათო ხუჯაძემ და დათო ფორჩხიძემ გოგი ცაბაძის ცნობილი სიმღერა “ჩემო თბილის ქალაქო” ახლებურად ააჟღერეს. სიმღერას ინტერნეტში ათასობით ნახვა და დადებითი კომენტარი აქვს, მაგრამ არა ნიკა გვარამიასგან: “არა არს სიმღერა თბილისზე, უფრო გოიმური, ვიდრე ეს ფანოღ-ბაიათი. წარმოდგენილი ვერსია – მთლად უარესი და უხამსობამდე უგემოვნო, თან მსუქანი […]

“სახეს” საჩუქარი მსმენელს

ჯგუფი “სახე” წელს 20 წლის გახდა. იუბილე ჯგუფის წევრებმა დათო ხუჯაძემ და დათო ფორჩხიძემ გრანდიოზული კონცერტით აღნიშნეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და მის წინ ვარსკვლავიც გაიხსნეს. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დათო ხუჯაძემ და დათო ფორჩხიძემ ახალი კლიპი გადაიღეს და გოგი ცაბაძის ცნობილი სიმღერა “ჩემო თბილის ქალაქო” ახლებური არანჟირებით ააჟღერეს. სიმღერის ახლებური ვერსიის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ჯგუფის […]

გოგი ცაბაძის უცნობი სიმღერები საჯაროა

გოგი ცაბაძის უცნობი ფოტო

არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორის, კომპოზიტორ გოგი ცაბაძის უცნობი სიმღერები საჯაროა. მათზე მუშაობა მისმა შვილმა, ასევე კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ უკვე დაიწყო და რამდენიმე დღეში უცნობი სიმღერების მოსმენა გოგი ცაბაძის შემოქმედების მოყვარულებს შეეძლებათ. 30 ნოემბერს, გოგი ცაბაძის გარდაცვალების დღეს, რუსთაველის თეატრში გაიმართება მისი 90 წლის საიუბილეო საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები. […]

გოგი ცაბაძის ახდენილი წინათგრძნობა

კომპოზიტორი გოგი ცაბაძე და მისი სიმღერები მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შემოქმედი, რომელმაც ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში უდიდესი საგანძური დატოვა თავისი ნაწარმოებების სახით, დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მიუხედავად იმისა, რომ გოგი ცაბაძეს თბილისზე მომღერალი კომპოზიტორის იარლიყი ჰქონდა, მას სიტყვა თბილისი სულ 12 სიმღერაში აქვს გამოყენებული, სამაგიეროდ, სიტყვა გული – 74 სიმღერაში. კომპოზიტორს მისი ვაჟი კახა ცაბაძე იხსენებს: *** […]

ვინ დააზიანა გოგი ცაბაძის ბიუსტი?

ბოლო დროს ბევრს მსჯელობენ იმაზე, რომ საზოგადოება იმ ფასეულობების მიმართ არის გულგრილი, რაც რეალურად ყველაზე ღირებულია. ამის დასტურია ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გოგი ცაბაძის ბიუსტის დაზიანება, რომელიც დიდი საკონცერტო დარბაზის წინ არის განთავსებული. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავის ფოტოსთან ერთად ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს: “აბაა… რას იტყვით, უნდა კიდევ კომენტარი ჩემგან… დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მდგომ ამ […]