8 ოქტომბერი, 2018

“ჩემი საქართველო აქ არის” – ასეთი შესრულება ჯერ არ მოგისმენიათ

"ჩემი საქართველო აქ არის" - ასეთი შესრულება ჯერ არ მოგისმენიათგოგი ცაბაძის სიმღერა “ჩემი საქართველო აქ არის” მსმენელისთვის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა.

მაესტრო გელა ფარჩუკიძემ გოგი ცაბაძის ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები თავის უნიჭიერეს პატარა მომღერლებთან ერთად სრულიად ახლებურად ააჟღერა და “თბილისობის” დღესასწაულზე რიყეზე ღია ცის ქვეშ შეკრებილ აუდიტორიას შესთავაზა.

”ნიჭიერის” გამარჯვებულმა მომღერლებმა თბილისის ბიჭუნათა კაპელამ და ახალგაზრდულმა გუნდმა გოგი ცაბაძის ულამაზეს სიმღერას სულ სხვა სული შთაბერეს.