15 დეკემბერი, 2019

სულ სხვანაირად აჟღერებული გოგი ცაბაძის მუსიკა

სულ სხვანაირად აჟღერებული გოგი ცაბაძის მუსიკაკომპოზიტორ გოგი ცაბაძის მუსიკა ქართული სამუსიკო ხელოვნების მოყვარულთათვის განსაკუთრებით ძვირფასია.

“ვერის უბნის მელოდიებისთვის” დაწერილი მუსიკა კი არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო გახდა. გამონაკლისი არც პიანისტი ნიკა ნიკვაშვილია. მან გოგი ცაბაძის შემოქმედება სრულიად ახლებურად ააჟღერა:

“ვერის უბნის მელოდიები”…

ფრაგმენტი კონცერტიდან, სადაც წარდგენილი მქონდა ქართული კინომუსიკა ჩემს მიერ ახლიდან დანახული და გაორკესტრებული.

პოლონეთი. ბალტიკა ფილარმონია….

მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ამ ფანტასტიურ ორკესტრს და მის ხელმძღვანელს, მაესტრო გოგი ჭიჭინაძეს უდიდესი პროფესიონალიზმისათვის, ყველაფრისათვის… მათთან მუშაობა არის ნამდვილი ზეიმი! სადირიჟორო პულტთან კახი სოლომნიშვილი!”