2 მაისი, 2022

ორიგინალურად აჟღერებული გოგი ცაბაძის სიმღერა

გოგი ცაბაძის უკვდავი შემოქმედება მრავალი თაობისთვის გამორჩეული ნაწარმოებების კრებულია.

გამონაკლისი არც მარიამ ქირიაა. მომღერალმა სრულიად ახლებურად წარმოადგინა კომპოზიტორის სიმღერა “მრუდე თუ გაქვს ხელი”, რომელიც მორის ფოცხიშვილის ლექსზე შეიქმნა და რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში “ვერის უბნის მელოდიები” აჟღერდა.

მარიამმა გოგი ცაბაძის სიმღერა და Dave Brubeck-ის “Take Five” ერთმანეთს ორიგინალურად შეუწყო და ულამაზესი ვერსია შემოგვთავაზა.