24 დეკემბერი, 2019

მარინა ბერიძემ გოგი ცაბაძის სიმღერა შეურაცხყო 

მარინა ბერიძემ გოგი ცაბაძის სიმღერა შეურაცხყო ასე მიაჩნია მომღერალ მიხეილ ზაქარიაშვილს და საჯაროდ აცხადებს, რომ “მხოლოდ ქართულის” მუსიკალურმა პროდიუსერმა მარინა ბერიძემ კომპოზიტორ გოგი ცაბაძის სიმღერა დაამახინჯა.

საუბარია “მხოლოდ ქართულის” მეორე საკონკურსო ტურში ლუკა ჭოხონელიძის მიწერ შესრულებულ სიმღერაზე “რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო”:

“ახლა ჩამოვთვლი რამდენი მუსიკალური მიმდინარეობა არსებობს მსოფლიოში ეს მე რაც უცებ გამახსენდა, დანარჩენი თქვენ დაამატეთ მუსიკოსებო….

folk music
Spiritual music
Academic music
Popular music
Folk music
Country
Latin american music
Blues
Rhythm and blues
Jazz
Chanson, romance, author song
Electronic music
Rock
Punk rock
Hip-hop
Reggae
Pop
Ska

ქალბატონო მარინა, გადაავლეთ თვალი ამ ჩამონათვალს და როცა სიმღერებს აურჩევთ ბავშვებს და რაღაც ახალზე და ინოვაციურ პროექტებზე გექნებათ რეტენზია ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, ძალზედ მისასალმებელია, მაგრამ მომავალში მაინც გაითვალისწინეთ რომელ სიმღერას რა სტილი მოუხდება. თუმცა, ამ ყველაფერს, პირველ რიგში, ცოდნა სჭირდება მსოფლიოში მუსიკალურ სამყაროში თანამედროვე მიმდინარეობების!

კონკურსი იყო მხოლოდ ხტუნვის, ღრიალის, არასწორად შერჩეული სიმღერით დაბნეული, დამფრთხალი მომღერალი კონკურსანტი ბავშვებისა და დაბნეული ჟიურის წევრების კომენტარების…. ერთფეროვანი არანჟირებით და შესრულების მანერით!

გოგი ცაბაძის სიმღერის ასეთ და ასე უნიჭოდ გაკეთებას და გაფუჭება-დამახინჯებას, სულ ახალი სიმღერები რომ გაგეშვათ ჯობდა!

თქვენი სახელია მარინა ახლა მარინადან რომ ამოვიღო რამოდენიმე ასო დარჩება ,,მა..ინა”. თქვენ მოგეწონებათ ასე რომ ვინმემ მოგმართოთ?

ისე, როგორც ცაბაძის სიმღერის ჰარმონიიდან ამდენი აკორდის გაუჩინარება და მელოდიის ასე უნიჭოდ შეცვლა!

ჩემთვის და ალბათ ცაბაძის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია…
პატივისცემით ,,მხოლოდ ქართული”-ს უდიდესი გულშემატკივარი მიხეილ ზაქარიაშვილი.”