ჭდე: ეროვნული კინოცენტრი

გაგა ჩხეიძის ახალი თანამდებობა

გაგა ჩხეიძის ახალი თანამდებობა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორს გაგა ჩხეიძეს ახალი თანამდებობა აქვს. ის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორად დანიშნეს. ინფორმაცია ამის შესახებ გაგა ჩხეიძემ თავად გაავრცელა: “წუხელ, ოფიციალურად გადმომცეს ქართული კინოს მართვის სადავეები, სხვა სიტყვებით კი – დამნიშნეს ეროვნული კინოცენტრის დირექტორად (მინისტრის ბრძანება N 351/კ). გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მხარდამჭერს. მოწინააღმდეგეებს კი ვთხოვ, არც ერთი წუთით არ […]

ნიკოლოზ ხომასურიძე ეროვნული კინოცენტრის წინააღმდეგ

ნიკოლოზ ხომასურიძე ეროვნული კინოცენტრის წინააღმდეგ

რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს. კრიტიკის მიზეზი კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსის პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნება გახდა: “რა ვერ მორჩით ამ ერთ წრეზე ტრიალს. ამ სახელების გარდა სხვა რეჟისორები და პროდიუსერებიც ხომ არსებობენ ამ ქვეყანაში, რომლებსაც მინიმალური მხარდაჭერა მაინც სჭირდებათ კინოცენტრისგან. მორალის რაიმე ნიშანი ხომ უნდა არსებობდეს ამ ორგანიზაციაში. ეს […]

ზურა მაღალაშვილი: “ვტოვებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას”

ზურა მაღალაშვილი: "ვტოვებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას"

მსახიობი და პროდიუსერი ზურა მაღალაშვილი ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ეს გადაწყვეტილება მან ამ თანამდებობაზე სამწლიანი მუშაობის შემდეგ მიიღო: “სამი წელი იწურება, რაც მე ვხელმძღვანელობ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული და, ამავე დროს, საინტერესო პერიოდი. დიდი მადლობა ყველას, ვინც მომცა საშუალება, პრაქტიკაში განმეხორციელებინა ის ხედვა, რომელიც […]

192 კინოაფიშა ხელოვნების სასახლეს გადაეცა

192 კინოაფიშა ხელოვნების სასახლეს გადაეცა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრსა და ხელოვნების სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობა სულ უფრო მჭიდრო და საინტერესო ხდება. მუზეუმში ელექტრობაზების გაუმჯობესების მიზნით კინოცენტრმა სასახლეს გადასცა 192 ცალი კინოაფიშა, ასევე ქართველი კინორეჟისორების: ლევან თუთბერიძის, ზაზა ხალვაშის, გიორგი ოვაშვილის, რეზო ესაძის, თაკო შავგულიძის, ოთარ შამათავას, რეზო ესაძის, თინათინ ყაჯრიშვილისა და თორნიკე ბზიავას მიერ გადმოცემული მასალები. ხელოვნების სასახლეში შეინახება საავტორო ფილმების: […]

“ახალ მზიურში აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა”

ამ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამაარსებელი გაგა ჩხეიძე ავრცელებს და ახალ მზიურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოუწოდებს შესაბამის უწყებებს მოახიდნონ დროული რეაგირება. გაგა ჩხეიძე: “ახალ მზიურში აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა – ლგბტ თემისადმი მტრულად განწყობილმა, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფმა და სასულიერო პირებმა ჩაშალეს “თავისუფალი კინოჩვენებების” ფარგლებში დაგეგმილი სეანსი ბრიტანული ფილმისა “პრაიდი”. მეთიუ ვორჩუსის “პრაიდი” 2014 წელს გამოვიდა ეკრანებზე. […]

ეროვნულ კინოცენტრს ბიუჯეტი შეუმცირეს

საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ბიუჯეტი შეუმცირეს. კინოცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: “როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლიდან საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას იწყებს. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციას, ეს ცვლილება ეროვნულ კინოცენტრსაც ეხება. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს კინოცენტრისთვის ბიუჯეტის შემცირებას, როგორც ცალკეული კინემატოგრაფისტებისთვის, ასევე მთლიანად სექტორისთვის. აქედან გამომდინარე, ეროვნული კინოცენტრი აკეთებს ყველაფერს, რათა […]

ხმა მიეცით საქართველოს!

theaudienceawards.com ატარებს კონკურსს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოხვდა. სპეციალურად ამ კონკურსისთვის დამზადდა 3 წუთიანი ვიდეორგოლი საქართველოს შესახებ, სადაც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ადგილებია გაერთიანებული. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს: “გთხოვთ, ხმა მისცეთ საქართველოს პრომო ვიდეოს Film In Georgia საუკეთესო გადასაღები ლოკაციის კონკურსში! გადადით ბმულზე –https://theaudienceawards.com/films/film-in-georgia-84470 მარტივად დარეგისტრირდით თქვენი ფეისბუქ ექაუნთით, მოძებნეთ საქართველოს ვიდეო Film In Georgia და მიეცით ხმა […]

სკანდალი ეროვნულ კინოცენტრში

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი სკანდალში გაეხვია. კინოცენტრმა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსი გამოაცხადა, სადაც სხვადასხვა პროექტებთან ერთად, მონაწილეობდა პროექტი “არმატურა”. პროექტის პროდიუსერმა ნოდარ ნოზაძემ კინოცენტრიდან მათი პროექტის შეფასებები გამოითხოვა და როგორც თავად ამბობს, მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა: “დღეს ცხოვრებაში პირველად გამოვითხოვეთ კინოცენტრიდან შეფასებები, მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა, ასე აფასებენ მონაწილეებს კინოცენტრის ჟიური, (ერთ-ერთი ჟიურის წევრი უფრო კონკრეტულად).” პროექტის “არმატურა” […]

ეროვნულ კინოცენტრს ნანა ჯანელიძე აღარ უხელმძღვანელებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს ნანა ჯანელიძე აღარ უხელმძღვანელებს. რეჟისორმა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის რანგში ბოლოჯერ შეაფასა კინოცენტრის საქმიანობა. მან თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ წასვლა და საკუთარ პროფესიაში დაბრუნება გადაწყვიტა. ნანა ჯანელიძეს უფლებამოსილება 25 მარტს ამოეწურა. ის ეროვნულ კინოცენტრს სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. რეჟისორი კინოცენტრიდან ისევ კინოს დაუბრუნდება და გადასაღებ მოედანზე გადაინაცვლებს.

ახალი ბრალდებები ეროვნულ კინოცენტრს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ეტაპობრივად იგერიებს ბრალდებებს, რომლებიც მისი მისამართით ვრცელდება. ამჯერად ნანა ჯანელიძის უწყებას ახალ ბრალდებებს რეჟისორი და სცეენარისტი ანნა ძიაპშიპა უყენებს და მას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ანნა ძიაპშიპა: “წელს კინოცენტრი არ აცხადებს დოკუმენტური ფილმების კონკურსს, სამაგიეროდ, ამავე წელს დაინიშნა მხატვრული ფილმების მეორე კონკურსი. ადმინისტრაციამ განმიმარტა, რომ თურმე, ძირითადად წელს დოკუმენტური ფილმები წარმოებისშემდგომ ან […]