გაგა ჩხეიძის ახალი თანამდებობა

გაგა ჩხეიძის ახალი თანამდებობათბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორს გაგა ჩხეიძეს ახალი თანამდებობა აქვს.
ის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორად დანიშნეს.

ინფორმაცია ამის შესახებ გაგა ჩხეიძემ თავად გაავრცელა:

“წუხელ, ოფიციალურად გადმომცეს ქართული კინოს მართვის სადავეები, სხვა სიტყვებით კი – დამნიშნეს ეროვნული კინოცენტრის დირექტორად (მინისტრის ბრძანება N 351/კ).

გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მხარდამჭერს. მოწინააღმდეგეებს კი ვთხოვ, არც ერთი წუთით არ მომცენ მოდუნების საშუალება.

ჩემი მხრიდან გპირდებით ქართული კინოს წინსვლას და აღმავლობას, ახალი შემოქმედებითი და კომერციული სიმაღლეების დაპყრობას, მუდმივ ინტენსიურ ურთიერთობას კინემატოგრაფისტებთან, ძველის დაფასებას და ახლის აღმოჩენას.

ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო სამი წელი გველის.

ყველას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას და სიყვარულს.”