ჭდე: ეროვნული კინოცენტრი

რა პროგრამით ჩადის საქართველო კანის კინოფესტივალზე?

13 მაისს კანის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. ქართული კინო მსოფლიო მნიშვნელობის კინოფესტივალზე მერვედ იქნება წარმოდგენილი. ეროვნული კინოცენტრი საქართველოს პავილიონში გეგმავს შეხვედრებს რამდენიმე მიმართულებით: სხვა ქვეყნების კინოფონდებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმარება და ქართული პროექტებისათვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება; ევროპულ რეგიონალურ კინოფონდებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება; ·ახალი ქართული ფილმების შეთავაზება სხვადასხვა საერთაშორისო […]

ქართულ ფილმებს ნიონის კინოფესტივალზე აჩვენებენ

ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფოკუსში წელს საქართველო მოხვდა. ქართული დელეგაცია ფესტივალზე საქართველოს 19-22 აპრილს წარადგენს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც XXI საუკუნის ქართული დოკუმენტური კინოს რეტროსპექტივა ასე ფართოდ, საერთაშორისო მასშტაბით გაიმართება. ამ თემაზე ეროვნული კინოცენტრი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ფესტივალის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა 2014 წლის ბერლინალეზე დაიწყო. წელს ნიონის ფესტივალის საკონკუსო პროგრამაში ქართველი რეჟისორის, […]

ქართველი ანიმატორებისთვის ახალი პროექტი იწყება

ეროვნული კინოცენტრი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და „წიგნის სახლთან“ ერთად ქართველი ანიმატორებისთვის ერთობლივ პროექტს იწყებს. “საბავშვო ლიტერატურაზე დაფუძნებული ანიმაციური ფილმის შექმნა” – ასეთია პროექტის კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც კინოცენტრი 18 აპრილს კინემატოგრაფისტებს, ანიმატორებსა და საბავშვო ლიტერატურის გამომცემლებს უმასპინძლებს. გამომცემლებს საშუალება ექნებათ დამსწრე საზოგადოებას შეხვედრაზე წარუდგინონ თავიანთი საუკეთესო საბავშვო გამოცემები. “საქართველოში საბავშვო ანიმაციის მდიდარი სკოლა არსებობდა, […]

ამირ კაკაბაძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

“ამირი” – ასე ეწოდება ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომელზეც მუშაობა უკვე დასრულებულია. რეჟისორი გაბრიელ რაზმაძე თავის ნამუშევარს საზოგადოებას 15 აპრილს, კინოთეატრ “ამირანში” დახურულ ჩვენებაზე წარუდგენს. პრემიერა სამწუხაროდ, მხატვრის გარეშე ჩაივლის. ფილმი ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით შეიქმნა და ”ნეოსტუდიის” პროდუქტია. დოკუმენტური ფილმი ცნობილი ქართველი მხატვრების დავით კაკაბაძისა და ეთერ ანდრონიკაშვილის შვილზე, ამირ კაკაბაძეზე მოგვითხრობს. ამირ კაკაბაძე 25 მარტს […]

რეჟისორები კინოცენტრის ხელმძღვანელის შეცვლას ითხოვენ

ქართველი კინორეჟისორები საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ. როგორც რეჟისორებმა გია კაჭარავამ და კობა ცხაკაიამ, ასევე სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და დირექტორმა თამაზ ორაშვილმა განაცხადეს, ეროვნულ კინოცენტრსა და კინოსტუდიაში ყველაფერი ცუდად არის. რეჟისორ კობა ცხაკაიას განმარტებით, კინოცენტრის ხელმძღვანელობის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა თავისუფალ რეჟისორებზე და მათ პროდუქციაზე. ფილმის დაფინანსების საკითხებს კონკრეტული პიროვნებები წყვეტენ […]

2014 – ქართული კინოს წელი

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი 2014 წელს აფასებს და ამ წელს ქართული კინოს წარმატების წელს უწოდებს: “ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ ოქროს გლობუსის ნომინანტია; ოსკარის „შორთ ლისტსში“ ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ორი ქართული ფილმი მოხვდა: საქართველოს მიერ წარდგენილი „სიმინდი კუნძული“ და ესტონეთიდან წარდგენილი ქართულ-ესტონური კოპროდუქცია „მანდარინები“; ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა MoMA და ბერკლის წყნარი ოკეანის არქივში გაიმართა ქართული ფილმების მასშტაბური […]