ჭდე: ელდარ შენგელაია

ელდარ შენგელაიას ფილმი ილია ჭავჭავაძეზე

ელდარ შენგელაია: "ყველაფერს აქვს საზღვარი!"

რეჟისორ ელდარ შენგელაიას ილია ჭავჭავაძეზე ფილმის გადაღება აქვს გადაწყვეტილი. 84 წლის რეჟისორი პოეტის, მწერლისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერზე მხატვრულ ფილმზე იმუშავებს. ფილმისთვის სცენარის დაწერა რეჟისორმა თამაზ ტყემალაძეს სთხოვა: “ბატონი ელდარ შენგელაია აპირებს ილია ჭავჭავაძეზე მხატვრული ფილმის გადაღებას… სურს, რომ სცენარი დავწერო… დამლოცეთ, განვიცდი ფრიად.”

როგორ იქმნებოდა სესილია თაყაიშვილის შედევრები

სესილია თაყაიშვილმა თავის პროფესიას მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ამის დასტურია მის მიერ თეატრსა თუ კინოში განსახიერებული როლები. რეჟისორები, რომლებმაც მსახიობთან იმუშავეს, სესილია თაყაიშვილს განსაკუთრებულად იხსენებენ: ნანა ჯანელიძე, რეჟისორი: “ნატვრის ხეს” ვიღებდით. უცებ, ბატონმა თენგიზმა დაიძახა, “მზად არის”. დასტაცეს ასისტენტმა ბიჭებმა ხელი სესილია თაყაიშვილს და ჩასვეს ტალახში. ამაზე ირგვლივ სიცილ-ხარხარი ატყდა. თენგიზმა ისევ დაიძახა: “მატორ!” სესილია ნამდვილი […]

თემიკო ჩირგაძე – შეუდარებელი ვაჟა ზაზაევიჩი “ცისფერი მთებიდან”

თბილისის კოლორიტის თემიკო ჩირგაძის ქართულ კინოში გამოჩენა ელდარ შენგელაიას დამსახურებაა. მართალია მან სულ რამდენიმე ფილმში ითამაშა, მაგრამ მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი. “ძალიან კარგი” – ეს რეპლიკა “ცისფერ მთებში” თემიკო ჩირგაძის შეტანილია. პროფესიით ექიმმა პირველად სკოლაში დადგმულ სპექტაკლში ითამაშა. მართალია თეატრით გატაცებული იყო, მაგრამ სამედიცინოზე ჩააბარა და სიცოცხლის ბოლომდე ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. თემიკო ჩირგაძის კინოკარიერა გვიან […]

ვასილ ჩხაიძე – განუმეორებელი ქრისტეფორე “შერეკილებიდან”

მსახიობ ვასილ ჩხაიძეს მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა 30-მდე ფილმში ითამაშა მის სავიზიტო ბარათად მიჩნეულია ელდარ შენგელაიას ფილმი “შერეკილები”: “ბიჭოს! ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც!” – ქრისტეფორეს ეს ფრაზა დღემდე აქტუალურობას არ კარგავს. ვასილ ჩხაიძის დებიუტი კინოში საკმაოდ გვიან – 63 წლის ასაკში შედგა. მიუხედავად […]

შეაფასეთ ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი

ელდარ შენგელაიას იაპონური წარმატება

კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ ახალ ფილმზე მუშაობა დაასრულა. “სავარძელი” – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც 84 წლის რეჟისორმა გადაიღო. ეს არის სატირული კომედია, სადაც მთავარი გმირი მინისტრია. “ეს არის თემა სკამი – რომ ადამიანს უყვარს სკამი, არ უყვარს არც ცოლი, არც შვილი, მთავარია მისთვის სკამი,” – ამბობს რეჟისორი. ელდარ შენგელაიას ახალ ფილმში მთავარ როლს ნიკა თავაძე ასრულებს. […]

განსაკუთრებული ჯილდო ნანი ბრეგვაძეს და ელდარ შენგელაიას

მომღერალი ნანი ბრეგვაძე და რეჟისორი ელდარ შენგელაია განსაკუთრებულ ჯილდოს მიიღებენ. ქართული საზოგადოებისთვის გამორჩეული ხელოვანები მთელი თავისი ცხოვრება ქართულ კულტურას ემსახურებიან. ნანი ბრეგვაძის სიმღერებსა და ელდარ შენგელაიას ფილმებზე თაობები აღიზარდნენ. 2016 წელს საქართველოს კულტურის პალატის მიერ დაწესებული პრიზი “ხალხის რჩეული” სწორედ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს და გენიალურ კინო-რეჟისორს ელდარ შენგელაიას გადაეცემათ. ხელოვანების დაჯილდოება 24 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში […]

რას ითხოვენ ელდარ და გიორგი შენგელაიები?

– არ დაგავიწყდეთ, რომ გურჯაანი იგივე საანდრონიკოა, ანუ დედაჩემის ნატო ვაჩნაძე-ანდრონიკაშვილის მამული. ჩვენ, როგორც დედას მემკვიდრეებს, რაღაცა გვეკითხება გურჯაანში. ჩვენ ავაშენეთ ფაქტობრივად მანდ დედას მუზეუმი და ხევისუბანში, სადაც ეს მუზეუმი დგას, ალაზნიდან მოვიყვანეთ სასმელი წყალი, – ეს არის ამონარიდი რეჟისორების ელდარ და გიორგი შენგელაიების სპეციალური წერილიდან, რომელიც “რეზონანსმა” გამოაქვეყნა: “თელავში 5 აგვისტოს პრემიერ მინისტრმა გიორგი […]

ელდარ შენგელაიას ყველაზე დიდი ტკივილი

ელდარ შენგელაია: "ყველაფერს აქვს საზღვარი!"

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია წლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა გადასაღებ მოედანს და სულ მალე მაყურებელს ახალ ფილმს წარუდგენს. “სავარძელი” – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც რეჟისორის კინოკარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ხანგრძლივ შემოქმედებით პაუზას თავისი მიზეზი ჰქონდა. ეს ელენე შენგელაიაა – ელდარ შენგელაიას უმცროსი ქალიშვილი, რომელიც 33 წლის გახდებოდა. ელენე 23 წლის ასაკში ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. 25 წლის აღსანიშნავად მამამ […]

ელდარ შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან

ელდარ შენგელაიას იაპონური წარმატება

კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან. 82 წლის ხელოვანი სახელობით ვარსკვლავს ქართველი მაყურებლისგან მადლიერების ნიშნად და ქართულ კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღებს. კულტურის პალატის გადაწყვეტილებით, ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი 26 იანვარს კინოთეატრ “რუსთაველის” წინ საზეიმოდ გაიხსნება. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე კი კინოთეატრში მოეწყობა ელდარ შენგელაიას საზეიმო საღამო და ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები მისი ცნობილი ფილმებიდან.

ელდარ შენგელაია დააჯილდოვეს

ელდარ შენგელაია დააჯილდოვეს. ქართველი რეჟისორი ამჟამად თურქეთში იმყოფება, სადაც ქალაქ მალათიაში საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება. რიგით მეექვსე საფესტივალო პროგრამაში ორგანიზატორებმა ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივაც შეიტანეს და კინოფესტივალის სტუმრებს ქართველი რეჟისორის საუკეთესო ფილმები უჩვენეს. ფესტივალის ეგიდით, ელდარ შენგელაია მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. კინოხელოვანმა ფესტივალის მთავარი ჯილდო კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო. წელს მალათიის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 150 […]