Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელდარ შენგელაიას იაპონური წარმატება

21 ნოემბერი, 2018

ელდარ შენგელაიას იაპონური წარმატებაელდარ შენგელაიას ახალი მხატვრული ფილმის “სავარძელი” მორიგი წარმატება. ფილმის მიმართ ინტერესი არ წყდება.

ამის დასტურია 85 წლის ქართველი რეჟისორის ნამუშევრის მიმართ გამოჩენილი ინტერესი ტოკიოში, სადაც ყველაზე პრესტიჟულ კინოთეატრ „ივანამი-ჰოლში“, პირველი დეკემბრიდან 6 კვირის განმავლობაში ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის „სავარძელი” ჩვენება დაიწყება.

ფილმის მიმართ ტოკიოში დიდი ინტერესია. ჩვენებების დაწყებამდე, იაპონური მედია ელდარ შენგელაიასთან ინტერვიუებს სკაიპით წერს.