ჭდე: ელდარ შენგელაია

ელდარ შენგელაია: “ყველაფერს აქვს საზღვარი!”

ელდარ შენგელაია: "ყველაფერს აქვს საზღვარი!"

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია კოლეგებს აფრთხილებს და საქართველოს კინოაკადემიაში დაწყებულ აჟიოტაჟს ვრცელი წერილით პასუხობს. 86 წლის რეჟისორმა პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველოს კინოაკადემიის გამგეობის წევრობა და კინოაკადემიიდანაც გავიდა. ელდარ შენგელაიამ კოლეგებს სპეციალური წერილიც მიმართა, სადაც განაცხადა, რომ იძულებულია თავად დაიცვას საკუთარი ღირსება: “ყველაფერს აქვს საზღვარი… მათ შორის – ჩემს მოთმინებასაც… ამიტომ, დღეს გადავწყვიტე ჩემი ღირსება თავად დავიცვა, […]

“თეთრი ქარავანი” კანის კინოფესტივალზე

"თეთრი ქარავანი" კანის კინოფესტივალზე

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი “თეთრი ქარავანი” კანის კინოფესტივალზე სექციაში Cannes Classics (კანის კლასიკა) იქნება ნაჩვენები. ფილმი კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 1964 წელს მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კი ფილმი კვლავ კანის კინოფესტივალს უბრუნდება. როგორც ფილმის რეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებს, ფილმის გადაღებები 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა. “თეთრი ქარავანის” სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი კი […]

ჯილდო 85 წლის ელდარ შენგელაიას

ჯილდო 85 წლის ელდარ შენგელაიას

85 წლის კინორეჟისორი ელდარ შენგელაია დააჯილდოვეს. ,,ქართული ბრენდის დღე 2018″-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე ბრენდ-პერსონად ელდარ შენგელაია დასახელდა. “აუცილებელი არ არის დიდი ადამიანი იყო, არამედ უბრალოდ იყავი ადამიანი,” – ეს სიტყვები ეკუთვნის კინომაესტროს ელდარ შენგელაიას! 85 წლის გადმოსახედიდან ხელოვანი ოპტიმისტურად უყურებს საკუთარ ასაკს და 3-4 ფილმის გადაღებას კიდევ აპირებს.

ელდარ შენგელაიას იაპონური წარმატება

ელდარ შენგელაიას იაპონური წარმატება

ელდარ შენგელაიას ახალი მხატვრული ფილმის “სავარძელი” მორიგი წარმატება. ფილმის მიმართ ინტერესი არ წყდება. ამის დასტურია 85 წლის ქართველი რეჟისორის ნამუშევრის მიმართ გამოჩენილი ინტერესი ტოკიოში, სადაც ყველაზე პრესტიჟულ კინოთეატრ „ივანამი-ჰოლში“, პირველი დეკემბრიდან 6 კვირის განმავლობაში ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის „სავარძელი” ჩვენება დაიწყება. ფილმის მიმართ ტოკიოში დიდი ინტერესია. ჩვენებების დაწყებამდე, იაპონური მედია ელდარ შენგელაიასთან ინტერვიუებს სკაიპით წერს.

სოფი ლორენი “შერეკილებში”

სოფი ლორენი "შერეკილებში"

ელდარ შენგელაიას ფილმი “შერეკილები” ქართული კინოს კლასიკად არის აღიარებული. adjaranet.com-მა “შერეკილების” ახალი აფიშა გამოაქვეყნა და თან ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფილმის რიმეიქმა შემოსავლის მსოფლიო რეკორდი მოხსნა – $2,987,985,187. “შერეკილების” აფიშიდან ვიგებთ, რომ მარგალიტას, ხუტა ოდიშელიძის, ქრისტეფორე მგალობლიშვილის, ერთაოზ ბრეგვაძის და ნოშრევან კუჭუხიძის როლების შემსრულებელ ქართველი მსახიობებს არიადნა შენგელაიას, ბორის წიფურიას, ვასილ ჩხაიძეს, დათო ჟღენტს და აბრეკ […]

ელდარ შენგელაია მოსკოვში დააჯილდოვეს

ელდარ შენგელაია მოსკოვში ”ნიკას” პრემიით დააჯილდოვეს

რეჟისორი ელდარ შენგელაია მოსკოვში დააჯილდოვეს. მისი ახალი ფილმი “სავარძელი” ნომინაციაში დსთ-ს, საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი გამარჯვებულად დასახელდა. კინოპრემია “ნიკას” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მოსკოვში გაიმართა. ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის კიდევ ოთხი ფილმი იბრძოდა სერიკ აპრიმოვის “ზარი მამასთან”, აკტან არიმ კუბატის „კენტავრი”, იგორ კისტოლის „მაისის ბოლო დღე” და ვიტალი მანსკის “ნათესავები”. პრემია „ნიკას” ყოველწლიურად რუსეთის კინოაკადემია […]

ელდარ შენგელაია: “განცდა მაქვს, რომ 35 წლის ვარ”

ჯილდო 85 წლის ელდარ შენგელაიას

რეჟისორი ელდარ შენგელაია იუბილარია. მას 85 წელი შეუსრულდა. ასაკის მიუხედავად, იუბილარ ხელოვანს აქვს განცდა, რომ 35 წლის არის. ელდარ შენგელაია: “დღეს 85 წლის გავხდი, მაგრამ განცდა მაქვს, რომ 35 წლის ვარ. მაქვს ძალიან დიდი გეგმები და მინდა გადავიღო სამი ფილმი, თუ ცხადია, ეროვნული კინოცენტრი მომცემს ფულს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მაყურებელს, ვინც ამდენი წლის […]

”ელდარ შენგელაისაგან უკეთესს რატომ ელოდით?”

ელდარ შენგელაიას იაპონური წარმატება

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის შესახებ ღიად საუბრობს: “აქ გაკვირვებულები წერენ: ელდარ შენგელაიამ ასეთი ცუდი ფილმი როგორ გადაიღოო. ზოგი ძველი სენტიმენტების გამო, მაინც ცდილობს ამ ფილმში რაღაც კარგის დანახვას. მე კი ის მიკვირს ელდარ შენგელაისაგან უკეთესს რატომ ელოდით რამეს? მეტყვით, ხომ გადაუღია შედევრებიო. იმ შედევრების მთავარი ღირისება იდეა და დიალოგებია. არც ერთი […]

“სრული კრახი და კატასტროფა”

ელდარ შენგელაია: "ყველაფერს აქვს საზღვარი!"

– ასე აფასებს “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ელდარ შენგელაიას ახალ ფილმს “სავარძელი”: “საზმაუზე ვუყურე ძალიან კარგი ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ახალ ფილმს “სავარძელი”. კულტურის სამინისტროს და ქართუ ფონდის დაფინასებით გადაღებულა. სრული კრახი და კატასტროფა. არაფრით განსხვავდება ჯაჭვლიანის “მოიტა ნასოსისგან”. არა, განსხვავდება – სამარცხვინოდ პოლიტიზირებული და ნასოსზე ბევრად უფრო “ზანუდობაა”, თან პრეტენზიული. მოკლედ, ვისაც შენგელაია […]

“გაბედა რომელიმე ჩვენმა რეჟისორმა ისტორიის ასეთი შემობრუნება?”

2018 წლის საუკეთესო 10 ფილმი გოგი გვახარიასგან

კინომცოდნე გოგი გვახარია რეჟისორ ელდარ შენგელაიას ერთ-ერთ ბოლო ფილმს “სავარძელს” აფასებს: “სავარძელი ძალიან ცუდი მეტაფორაა. იმდენად ცუდია, რომ გეკარგება სურვილი, ნახო ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი, რომელსაც ყველაფერთან ერთად ცუდი ტრეილერი აქვს. სავარძელი არის გაცვეთილი, ბანალური, გადაღეჭილი მეტაფორა – ვიცით, ბატონო, რომ წარმატებაზე და, შესაბამისად, ძალაუფლებაზე ოცნება არა მარტო ”ქართული ოცნებაა” და არა მარტო ქართველებს გვახასიათებს. […]