Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელდარ შენგელაია: “განცდა მაქვს, რომ 35 წლის ვარ”

26 იანვარი, 2018

ელდარ შენგელაიარეჟისორი ელდარ შენგელაია იუბილარია. მას 85 წელი შეუსრულდა. ასაკის მიუხედავად, იუბილარ ხელოვანს აქვს განცდა, რომ 35 წლის არის.

ელდარ შენგელაია:

“დღეს 85 წლის გავხდი, მაგრამ განცდა მაქვს, რომ 35 წლის ვარ. მაქვს ძალიან დიდი გეგმები და მინდა გადავიღო სამი ფილმი, თუ ცხადია, ეროვნული კინოცენტრი მომცემს ფულს.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მაყურებელს, ვინც ამდენი წლის მერეც უყურებს ჩემს კინოს და ახსოვს ფრაზები ჩემი ფილმებიდან.”